ელ პაისმა მოურინიუ აღიარა

ურუგვაის ელ პაისმა ევროპის 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელის კვალდაკვალ ბებერი კონტინენტის წლის საუკეთესო მწვრთნელიც დაასახელა: ლონდონის ჩელსის პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინი ზედიზედ მესამედ გახდა საუკეთესო!

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომლის თავკაცობით ჩელსიმ 2006 წელს ზედიზედ მეორედ მოიგო პრემიერლიგა, ფრენკ რაიკაარდს აჯობა, რომელმაც ბარსელონასთან ერთად შარშან ესპანეთის პრიმერადივიზიონი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ისევე როგორც ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელს, რჩეულ მწვრთნელსაც სამხრეთამერიკელი ჟურნალისტები ავლენენ და ეს გამოკითხვაც 1991 წლიდან ტარდება.

მოურინიუმდე ტიტულის ზედიზედ 3ჯერ მოპოვება მხოლოდ ორმა სპეციალისტმა შეძლო: 1992-94 წლებში ჰოლანდიელმა იოჰან კრუიფმა, ხოლო 1996-98 წლებში იტალიელმა მარჩელო ლიპიმ.

მათ გარდა წლის საუკეთესო თავკაცის 3 ტიტულით დაიკვეხნის მანჩესტერ იუნაიტედის შოტლანდიელი დამრიგებელი სერ ალექს ფერგიუსონი.

ევროპის საუკეთესო მწვრთნელი (ელ პაისი)
2006 ჟოზე მოურინიუ (ჩელსი, ინგლისი; პორტუგალია)
2005 ჟოზე მოურინიუ (ჩელსი, ინგლისი; პორტუგალია)
2004 ჟოზე მოურინიუ (ჩელსი, ინგლისი; პორტუგალია)
2003 ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; შოტლანდია)
2002 არსენ ვენგერი (არსენალი, ინგლისი; საფრანგეთი)
2001 ოტმარ ჰიცფელდი (ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
2000 ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; შოტლანდია)
1999 ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; შოტლანდია)
1998 მარჩელო ლიპი (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
1997 მარჩელო ლიპი (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
1996 მარჩელო ლიპი (იუვენტუსი, იტალია; იტალია)
1995 ლუის ვან გაალი (აიაქსი, ჰოლანდია; ჰოლანდია)
1994 იოჰან კრუიფი (ბარსელონა, ესპანეთი; ჰოლანდია)
1993 იოჰან კრუიფი (ბარსელონა, ესპანეთი; ჰოლანდია)
1992 იოჰან კრუიფი (ბარსელონა, ესპანეთი; ჰოლანდია)
1991 მიშელ პლატინი (საფრანგეთის ნაკრები; საფრანგეთი)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 1 სექტემბერი)

ka_GEGeorgian