დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!

იშვიათი ნაძირლების და ლაჩრების გარდა ეს დღეებია მთელი მსოფლიო უკრაინას ამხნევებს, თანაუგრძნობს და ამ ქვეყნის გვერდით დგას, ამავდროულად კი რუს ოკუპანტებს, ანუ მსოფლიო ჭირს ებრძვის.
პოლიტიკოსები – არნახული სანქციებით, ეკონომისტები – თავისებურად, ხელოვანი ხალხი – შესაძლებლობის ფარგლებში…

და მიხარია რომ სპორტსმენები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ფეხბურთელები, მათ შორის ჩვენები, ნათელ მხარეს დგანან.

ეს ფოტოები ბოლო დღეებში შევკრიბე: საქართველოს ჩემპიონატიდან, ჩემპიონთა ლიგის, ევროპალიგის და კონფერენს ლიგის მატჩებიდან, ასევე ინგლისის ლიგის თასის ფინალიდან, პრემიერლიგიდან, საფრანგეთის ლიგა ერთიდან, გერმანიის ბუნდესლიგიდან, იტალიის სერია ა-დან…

ეს სიგიჟე ძალიან მალე უნდა დასრულდეს!

ოღონდ უნდა დასრულდეს ბოროტების განადგურებით და იმ აყროლებულის და მისი დამქაშების სამაგალითო დასჯით.

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება თავისუფლებას!

ძალა ერთობაშია!

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 28 თებერვალი)

ka_GEGeorgian