ჯეკ ნიკოლსონი: მასთან ვმეგობრობდი და მისით ვამაყობდი

ჯეკ ნიკოლსონი ლეგენდარული მსახიობი და ლოს ანჯელეს ლეიკერსის ერთგული გულშემატკივარია. მას წლების განმავლობაში არ გამოუტოვებია საყვარელი გუნდის საშინაო მატჩები, მაგრამ ბოლო ხანებში იშვიათად სტუმრობს სტეიპლს სენთრს.

სამგზის ოსკაროსანი არტისტი 82 წლისაა, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და უკიდურესად იშვიათად ხვდება ჟურნალისტებს.

კობი ბრაიანტის ტრაგედიის შესახებ მან CBS-ის ჯგუფთან ისაუბრა: „ახალს ვერაფერს გეტყვით, მეც ზუსტად ისე ვარ, როგორც მთელი ლოს ანჯელესი – გულგაგლეჯილი… როცა ფიქრობ ადამიანი, რომ აი, ყველაფერი ჩინებულადაა, უბედურებაც სწორედ მაშინ მოდის… ვუყურებდი ლეიკერსს და მეგონა რომ ბოლოს და ბოლოს გუნდს ეშველა, მაგრამ… კობის გარდაცვალებამ ყველაფერი გააუფერულა… ეს საშინელებაა… მკლავს ასეთი ამბები… ის ჩემი ახლო მეგობარი იყო… მე მისით ვამაყობდი“.

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული მოთამაშე ავიაკატასტროფას შეეწირა. განადგურებულ ვერტფმრენში მასთან ერთად კიდევ 8 მგზავრი იყო, მათ შორის ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილი.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)

ka_GEGeorgian