რაულის 60

ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა რაულმა ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8ფინალურ მატჩში რომში რომას წინააღმდეგ ანგარიში გახსნა, ეს გოლი კი მისთვის მე60 აღმოჩნდა ამ ტურნირში.
რაულის 60 გოლი არამარტო ჩემპიონთა ლიგაშია სარეკორდო, ეს საუკეთესო მიღწევაა ჩემპიონთა თასის გათამაშების ისტორიაშიც, ანუ 1955-56 წლების სეზონიდან.

მადრიდის რეალის კაპიტანი 1995 წლიდან თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში. 1999-2000 და 2000-2001 წლების სეზონში ის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა 10 და 7 გოლით.

1998, 2000 და 2002 წლებში რაულმა ლიგა მოიგო, 2000 და 2002 წლის ფინალებში გოლებიც გაიტანა, 2000, 2001 და 2002 წლებში კი უეფამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელა.

ცნობისათვის: კარიერის მანძილზე რაულმა მადრიდის რეალის შემადგენლობაში 641 ოფიციალურ მატჩში 284 გოლი გაიტანა. ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის ის საუკეთესო ბომბარდირია – მის ანგარიშზე 198 გოლია.

2005 წლამდე ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გასული საუკუნის 50-იანი წლების ლეგენდარულ თავდამსხმელს, მადრიდის რეალის ცოცხალ ლეგენდას ალფრედო დი სტეფანოს ჰქონდა გატანილი – 49, თუმცა მისი მიღწევა რაულმა გააუმჯობესა, მოგვიანებით კი რუუდ ვან ნისტელროიმ და ანდრეი შევჩენკომ.

40 და მეტი გოლი ჩემპიონთა თასზე/ჩემპიონთა ლიგაში
1.რაული (რეალი; ესპანეთი) – 60 (117 მატჩი)
2.რუუდ ვან ნისტელროი (პსვ ეინდჰოვენი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი; ჰოლანდია) – 57 (77)
3.ანდრეი შევჩენკო (კიევის დინამო, მილანი, ჩელსი; უკრაინა) – 56 (102)
4.ალფრედო დი სტეფანო (რეალი; ესპანეთი) – 49 (58)
5.ეუსებიო (ბენფიკა; პორტუგალია) – 47 (64)
6.ფილიპო ინძაგი (იუვენტუსი, მილანი; იტალია) – 46 (80)
7.ტიერი ანრი (მონაკო, არსენალი, ბარსელონა; საფრანგეთი) – 45 (90)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 21 თებერვალი)

ka_GEGeorgian