სლოვანი 0:0 დინამო (ბათუმი): თერთმეტი საინტერესო ფაქტი
1: ბათუმის დინამომ 24-ე შეხვედრა ჩაატარა ევროპის საკლუბო ტურნირებში და ამ შედეგით ზესტაფონს გაუთანაბრდა. წინ მხოლოდ თბილისის დინამო (168), ქუთაისის ტორპედო (38) და თბილისის ვიტ ჯორჯიაა (25).
2: 9 გამარჯვება, 4 ფრე და 11 მარცხი – ასეთია ბათუმელთა ევროსტატისტიკა. ევროგამარჯვებების რაოდენობით ზღვისპირელები მხოლოდ თბილისის დინამოს (72) და ტორპედოს (12) ჩამორჩებიან.
3: ბათუმის დინამო მე-10 ქართული კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა თასზე ითამაშა.
განვლილ სეზონებში ეს შეძლო (თანმიმდევრობით): თბილისის დინამომ, ქუთაისის ტორპედომ, თბილისის ვიტ ჯორჯიამ, ბოლნისის სიონმა, რუსთავის ოლიმპმა, ზესტაფონმა, გორის დილამ, სამტრედიამ და თბილისის საბურთალომ.
4: ჩემპიონთა თასზე ასპარეზობის რაოდენობით რეკორდსმენია თბილისის დინამო – 13 სეზონი, შემდეგ კი ტორპედოა – 4. ვიტ ჯორჯიამ, ოლიმპმა და ზესტაფონმა ორჯერ ითამაშეს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, დანარჩენებს კი ეს პატივი თითოჯერ ერგოთ.
5: ჩვენი კლუბების საუკეთესო შედეგი 1/8-ფინალია, რომელიც თბილისის დინამოს ეკუთვნის სადებიუტო, 1979-80 წლების სეზონში.
6: განვლილ 27 სეზონში (1979-80 – 2021-22) ქართულმა კლუბებმა 13-ჯერ დაძლიეს პირველი ეტაპი. ამ მხრივ რეკორდსმენია თბილისის დინამო – 7 ასეთი შემთხვევა. ქუთაისის ტორპედომ ეს ორჯერ შეძლო, ვიტ ჯორჯიამ, სიონმა, ზესტაფონმა და საბურთალომ – ერთხელ.
ჩემპიონთა თასზე ზედიზედ ორი ბარიერი ჯერ ქართულ კლუბს არ გადაულახავს.
7: ევროპის საკლუბო ტურნირებში ჩვენმა კლუბებმა 21-ე მატჩი გამართეს სლოვაკური გუნდების წინააღმდეგ. ეს მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ავსტრიელებთან 22 თამაშის შემდეგ.
8: ქართული კლუბი პირველად დაუპირისპირდა სლოვაკეთის წარმომადგენელს ჩემპიონთა თასზე. 2000-2018 წლებში ქართველები და სლოვაკები მხოლოდ უეფას თასის და ევროპალიგის ეგიდით პაექრობდნენ, გასულ სეზონში კი გორის დილა ჟილინას კონფერენს ლიგაზე შეხვდა.
9: 4 გამარჯვება, 5 ფრე და 12 მარცხი – ასეთია 21 ქართულ-სლოვაკური ევრომატჩის სტატისტიკა. ბურთების შეფარდებაც მეტოქის სასარგებლოდაა – 17:42.
10: მხოლოდ ზესტაფონმა და ვიტ ჯორჯიამ მოიგო სლოვაკურ კლუბებთან ორმატჩიანი დაპირისპირება.
2008-09 წლების სეზონში, უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიტ ჯორჯიამ ტრნავის სპარტაკი დაამარცხა – 1:0, 0:0.
2010-11 წლების ევროპალიგის გათამაშების მეორე შესარჩევ ეტაპზე ზესტაფონმა 3:0, 0:1 აჯობა ბანსკა ბისტრიცას დუკლას.
11: გუშინდელი 0:0-ით ჩემპიონთა თასზე ჩვენი კლუბების 6-მატჩიანი მარცხიანი სერია დასრულდა.
2019 წლის 10 ივლისს, მას შემდეგ რაც საბურთალომ ტირასპოლში 3:0 დაამარცხა შერიფი, ქართველებმა ყველა თამაში წააგეს: საბურთალო-შერიფი 1:3, საბურთალო-დინამო (ზაგრები) 0:2, 0:3;
2020-21: დინამო-ტირანა (ალბანეთი) 0:2
2021-22: დინამო-ნეფთჩი (ბაქო, აზერბაიჯანი) 1:2 1:2
6 ივლისი, 2022. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. სლოვაკეთი, ბრატისლავა, ნაროდნი ფუტბოლოვი სტადიონი
სლოვანი (ბრატისლავა, სლოვაკეთი) 0:0 დინამო (ბათუმი)
სლოვანი: ადრიან ჩოვანი, გურამ კაშია, მეიენტი აბენა, იური მედვედევი, ვერნონ დე მარკო (გიორგი ჩაკვეტაძე 58), ტიგრან ბარსეგიანი (ანდრე გრინი 58), ჯაბა კანკავა, იარომირ ჟმრალი, იურაი კუჩკა (დავიდ ჰოლმანი 86), ვლადიმირ ვაისი (კაპ) (ალეკსანდარ ჩავრიჩი 78), ერიკ რამირესი (ივან შაპონიჩი 58)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
დინამო (ბათუმი): ლაზარე კუპატაძე, ოლექსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი, მამუკა კობახიძე (კაპ), გრიგოლ ჩაბრაძე, ბენჯამინ ტეიდი, ირაკლი ბიძინაშვილი (გიორგი რეხვიაშვილი 44), ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი (გიორგი ნავალოვსკი 86), ზურაბ დავითაშვილი (მათე ვაწაძე 72), ჯოვინო ფლამარიონი (მილან რადინი 72)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ბენჯამინ ტეიდი, მამუკა კობახიძე, მამუკა კობახიძე, ტიგრან ბარსეგიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, ივან შაპონიჩი, ლაზარე კუპატაძე, გიორგი რეხვიაშვილი
გაძევება: მამუკა კობახიძე (42)
მსაჯები: დევიდ კოოტი; იან უსინი, ნიკოლას ჰოფტონი (ინგლისი)
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 7 ივლისი)
ფოტო: ბათუმის დინამო