სეზონის რჩეულები: 1996

1995-96 წლების სეზონის დასრულების შემდეგ სპორტულმა გაზეთმა სარბიელმა ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტები გამოკითხა და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

საუკეთესო ფეხბურთელ
1.გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) – 177 ქულა
2.თემურ ქეცბაია (ათენის აეკ, საბერძნეთი) – 98
3.შოთა არველაძე (ტრაბზონსფორი, თურქეთი) – 55

4.კახი გოგიჩაიშვილი (თბილისის დინამო) – 16
5.მურთაზ შელია (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი) – 6
6.კახი ცხადაძე (ფრანკფურტის აინტრახტი, გერმანია) – 5
7.გიორგი გოგიაშვილი (სამტრედია), გიორგი ნემსაძე (ჰომბურგი, გერმანია), ვალტერ გუჩუა (სამტრედია) – 3
8.მიხეილ აშვეთია (ქუთაისის ტორპედო), რევაზ არველაძე (ჰომბურგი, გერმანია) – 2
9.გიორგი დარასელია (სამტრედია), აკაკი დევაძე (როსტოვის როსტსელმაში, რუსეთი), ლევან კობიაშვილი (თბილისის დინამო), ლევან ქებაძე (ზესტაფონის მარგვეთი) – 1

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 2 ივნისი)