საპატიო მოქალაქე-სპორტსმენები

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დაწესდა 1979 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით.

1979 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულომ მიიღო ახალი დებულება თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ.

დებულების მიხედვით, ამ წოდებას თბილისის მერი სახელმწიფო ან საზოგადო ორგანიზაციის წარდგინებით ანიჭებს პირს, რომლის კანდიდატურასაც წინასწარ იხილავს მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭო.

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება საქართველოს მოქალაქეებს დედაქალაქის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისთვის და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის ენიჭებათ, უცხოელებს კი საქართველოს და თბილისის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
წოდებას, ძირითადად, ყოველის წლის ოქტომბერში, „თბილისობის“ სახალხო დღესასწაულის პერიოდში ანიჭებენ.
ლაურეატს საპატიო დიპლომი გადაეცემა, ამასთან, თბილისში მცხოვრები სარგებლობს სხვადასხვა შეღავათით.

1989-94 წლებში თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება არავისთვის მიუნიჭებიათ, სხვადასხვა დროს კი ქალაქის საპატიო მოქალაქეებად ეს სპორტსმენები (ან სპორტთან დაკავშირებული პირები) დასახელდნენ:

1988
ბორის პაიჭაძე (ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი)

1996
კოტე მახარაძე (სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი)

1998
ჯანო ბაგრატიონი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მეორე პრეზიდენტი; ხელბურთი)

1999
ვახტანგ ბალავაძე (მსოფლიოს ჩემპიონი; თავისუფალ ჭიდაობა)

2000
ნონა გაფრინდაშვილი (XX საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენი; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი; მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ჭადრაკში)

2002
მედეა (მზია) ჯუღელი (პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი; სპორტული ტანვარჯიში)

2003
ლევან თედიაშვილი (ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი; თავისუფალი ჭიდაობა)
დავით ციმაკურიძე (პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი; თავისუფალი ჭიდაობა)
რაფაელ ჩიმიშკიანი (ოლიმპიური ჩემპიონი; ძალოსნობა)
გურამ საღარაძე (მსოფლიოს ჩემპიონი; თავისუფალი ჭიდაობა)

2005
ვიქტორ სანეევი (XX საუკუნის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი; 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი; მძლეოსნობა)

2011
მაია ჩიბურდანიძე (მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ჭადრაკში)

2012
ჯამლეტ ხუხაშვილი (სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი)

2016
ალექსანდრე ჩივაძე (თასების მფლობელთა თასის მომგები თბილისის დინამოს კაპიტანი; ფეხბურთი)

2017
ალექსანდრე მეტრეველი (დიდი სლემის ტურნირის ერთადერთი ქართველი ფინალისტი; ჩოგბურთი)
ზაზა ფაჩულია (NBA-ის პირველი და ერთადერთი ქართველი ჩემპიონი; კალათბურთი)
დემიკო ლოლაძე (სპორტული ჟურნალისტი; თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშების ფინალის ერთადერთი ქართველი ფოტოგრაფი)

*-2015 წელს, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ფარგლებში, თბილისის ვიცემერმა ლაშა აბაშიძემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებსწლის წარმატებული სპორტსმენისსპეციალური სამკერდე ნიშნები გადასცა.

*-2019 წელს, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს.