სეზონის რჩეულები: 2006

2005-06 წლების სეზონის დასრულების შემდეგ სპორტულმა გაზეთმა სარბიელმა ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტები გამოკითხა და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
სარბიელის რეფერენდუმში მონაწილე ჟურნალისტები XVII ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს ცალკე ასახელებდნენ.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელ
1.კახი კალაძე (მილანი, იტალია) – 196 ქულა
2.ლევან კობიაშვილი (გელზენკირხენის შალკე 04, გერმანია) – 143
3.შოთა არველაძე (ალკმაარის აზ, ნიდერლანდები) – 109

4.მალხაზ ასათიანი (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი) – 16
5.ზურაბ ხიზანიშვილი (ბლექბერნ როვერსი, ინგლისი) – 13
6.ოთარ მარცვალაძე (კიევის დინამო, უკრაინა) – 9
7.გოგიტა გოგუა (ნალჩიკის სპარტაკი, რუსეთი), დავით მუჯირი (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი) – 3
8.გივი კვარაცხელია (კაუნასი, ლიტვა) – 1

საქართველოს XVII (2005-06წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
1.ოთარ მარცვალაძე (თბილისის ვიტ ჯორჯია) – 112 ქულა
2.ზურაბ იონანიძე (ზესტაფონი) – 90
3.კოკა მიკუჩაძე (ბოლნისის სიონი) – 88
4.ჯაბა დვალი (თბილისის დინამო) – 37
5.დავით იმედაშვილი (თბილისის ვიტ ჯორჯია) – 28
6.დავით დიღმელაშვილი (თბილისის ვიტ ჯორჯია) – 19
7.გონსალო დე პორასი (ბორჯომი; არგენტინა), გიორგი განუგრავა (ზესტაფონი), ვახტანგ ხვადაგიანი (თბილისის ამერი) – 12
8.რატი წინამძღვრიშვილი (თბილისის ამერი) – 5
9.დავით ბოლქვაძე (თბილისის ამერი) – 4
10.გიორგი სეთურიძე (ბათუმის დინამო), გრიგოლ ჭანტურია (ზესტაფონი), ზვიად სტურუა (თბილისის დინამო), ზურაბ ბათიაშვილი (ბოლნისის სიონი) – 3
11.სულიკო დავითაშვილი (თბილისის ამერი) – 2
12.სანდრო კობახიძე (თბილისის დინამო), დავით მჭედლიშვილი (თბილისის ამერი), პაატა დათუნაიშვილი (თბილისის ვიტ ჯორჯია), ლაშა ნოზაძე (თბილისის დინამო), ზურაბ ქვაჩახია (თბილისის ამერი), ედიშერ მარგალიტაძე (ფოთის კოლხეთი 1913) – 1

პროფესიული ფეხბურთის ლიგის რჩეულნი
2005-06 წლების ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ კვლავ გამოავლინა საუკეთესოები ამპლუების მიხედვით და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.
ამავდროულად, პროფესიული ფეხბურთის ლიგა პირველად დაასახელა თავის ვერსიით საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
რჩეულები სპეციალურ მიღებაზე დააჯილდოვეს – პფლ-ის საზეიმო ღონისძიება „დია“ 2006 წლის 11 ივნისს გაიმართა.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: შოთა არველაძე (ალკმაარის აზ, ნიდერლანდები)
ნომინირებულნი იყვნენ: ლევან კობიაშვილი (გელზენკირხენის შალკე 04, გერმანია), კახი კალაძე (მილანი, იტალია)

საქართველოს XVII (2005-06წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: ზურაბ იონანიძე (ზესტაფონი)
ნომინირებულნი იყვნენ: კოკა მიკუჩაძე (ბოლნისის სიონი), ოთარ მარცვალაძე (თბილისის ვიტ ჯორჯია)

საუკეთესო მეკარე: გრიგოლ ჭანტურია (ზესტაფონი)
საუკეთესო მცველი: ვახტანგ ხვადაგიანი (თბილისის ამერი)
საუკეთესო ნახევარმცველი: დავით იმედაშვილი (თბილისის ვიტ ჯორჯია)
საუკეთესო თავდამსხმელი: ზურაბ იონანიძე (ზესტაფონი)
საუკეთესო მწვრთნელი: კახი ცხადაძე (ბოლნისის სიონი)
საუკეთესო მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)
ბომბარდირი: ჯაბა დვალი (თბილისის დინამო) – 21 გოლი
აღმოჩენა: სანდრო კობახიძე (თბილისის დინამო)

ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის პფლ-ის სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ I არხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელი ლაშა დვალიშვილი და ტელეკომპანია I სტერეოს გადაცემა „ჩვენი ფეხბურთის“ ავტორი და წამყვანი მიხეილ ჯორბენაძე.
სპეციალური პრიზით – „წლის საუკეთესო პროექტი“ – დაჯილდოვდა საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაციის წამოწყება „სკოლბურთი“.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 4 ივნისი)