წლის რჩეულები: 2017

2017 წლის მიწურულს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოავლინა.
სფფ-ის გამოკითხვაში ეროვნული ლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, საქართველოს ეროვნული ნაკრების 36 ფეხბურთელი, ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტები და ვეტერანი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
სფფ-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას – GFF Awards – 2017 წლის 27 დეკემბერს კლუბმა რესპუბლიკამ უმასპინძლა.

საუკეთესო ფეხბურთელი: საბა კვირკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

ე-ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: ირაკლი სიხარულიძე (თბილისის ლოკომოტივი)

ე-ლიგის საუკეთესო მეკარე: როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო)

ე-ლიგის საუკეთესო მცველი: ლაშა თოთაძე (დინამო თბილისი)

ე-ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი: გიორგი ხარაიშვილი (თბილისის საბურთალო)

ე-ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი/ბომბარდირი: ირაკლი სიხარულიძე (თბილისის ლოკომოტივი) – 25 გოლი

ე-ლიგის საუკეთესო ლეგიონერი: ანტე გი (სამტრედია; კოტ დივუარი)

ე-ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი (ქუთაისის ტორპედო)

ალექსანდრე ჩივაძის პრემია – U19
ოქროს მედალი: ლუკა ლაკვეხელიანი; ვერცხლის მედალი: ვატო არველაძე; ბრინჯაოს მედალი: გიორგი კოხრეიძე

ალექსანდრე ჩივაძის პრემია – U17
ოქროს მედალი: ხვიჩა კვარაცხელია; ვერცხლის მედალი: ზურაბ დავითაშვილი; ბრინჯაოს მედალი: გიორგი გულიაშვილი

საუკეთესო გოლი: გრიგოლ დოლიძე (ქუთაისის ტორპედო)

ე-ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი: დათა სიჭინავა (რუსთავი)

ე-ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი: დათა სიჭინავა (რუსთავი) – 30 გოლი

ე-ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელი: ვარლამ კილასონია (რუსთავი)

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ნინო სუთიძე (ატაშეჰირ ბელედიესფორი, თურქეთი)

ფუტსალის საუკეთესო ფეხბურთელი: არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი)

ფუტსალის საუკეთესო მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

საუკეთესო მსაჯი: ჯენერი ხორავა

ე-ლიგის 2017 წლის სიმბოლური ნაკრები
მეკარე: როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო)
მცველები: გიორგი მჭედლიშვილი (სამტრედია), გიორგი რეხვიაშვილი (თბილისის ლოკომოტივი), ლაშა თოთაძე (დინამო თბილისი), გიორგი ქიმაძე (ქუთაისის ტორპედო)
ნახევარმცველები: გრიგოლ დოლიძე (ქუთაისის ტორპედო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კუხიანიძე (ქუთაისის ტორპედო), გიორგი ხარაიშვილი (თბილისის საბურთალო)
თავდამსხმელები: გიორგი სიხარულიძე (თბილისის ლოკომოტივი), თორნიკე კაპანაძე (ქუთაისის ტორპედო)

ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური პრიზები
თენგიზ კაცია და ავთანდილ შენგელია
(პროექტი ფეხბურთი სკოლებში)
დავით ქლიბაძე (საფეხბურთო ტელეჟურნალისტი, ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის)
ნოდარ ახალკაცი (გარდაცვალების შემდეგ; ქართული ფეხბურთის წინაშე გაწეული უზარმაზარი ღვაწლისთვის)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია