სეზონის რჩეულები: 2002

2001-02 წლების სეზონის დასრულების შემდეგ სპორტულმა გაზეთმა სარბიელმა ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტები გამოკითხა და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
სარბიელის რეფერენდუმში მონაწილე ჟურნალისტები XIII ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს ცალკე ასახელებდნენ.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელ
1.კახი კალაძე (მილანი, იტალია) – 160 ქულა
2.ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია) – 59
3.ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია) – 54

4.შოთა არველაძე (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია) – 45
5.თემურ ქეცბაია (დანდი, შოტლანდია) – 12
6.გოჩა ჯამარაული (ლუცერნი, შვეიცარია) – 9
7.ალექსანდრე რეხვიაშვილი (რიგის სკონტო, ლატვია) – 6
8.მიხეილ ყაველაშვილი (ციურიხი, შვეიცარია) – 5
9.გოგა გახოკიძე (პსვ ეინდჰოვენი, ნიდერლანდები), გიორგი შაშიაშვილი (თბილისის დინამო) – 3
10.ალექსანდრე ამისულაშვილი (თბილისის დინამო), ლადო ბურდული (თბილისის დინამო), ვასილ გიგიაძე (სიმფეროპოლის ტავრია, უკრაინა), გიორგი ნემსაძე (დანდი, შოტლანდია), გელა შეყილაძე (ლიერსი, ბელგია) – 1

საქართველოს XIII (2001-02წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
1.მალხაზ ასათიანი (ქუთაისის ტორპედო) – 89 ქულა
2.ლადო ბურდული (თბილისის დინამო) – 76
3.გიორგი შაშიაშვილი (თბილისის დინამო) – 40

4.გიორგი ანჩაბაძე (თბილისის დინამო) – 39
5.გივი დიდავა (ქუთაისის ტორპედო) – 29
6.ალექსანდრე ამისულაშვილი (თბილისის დინამო) – 27
7.სულიკო დავითაშვილი (თბილისის ლოკომოტივი) – 15
8.გიორგი ლომაია (თბილისის ლოკომოტივი) – 14
9.კახი გოგიჩაიშვილი (თბილისის ლოკომოტივი) – 11
10.გელა ფანჩულიძე (ფოთის კოლხეთი 1913) – 9
11.ვალერი აბრამიძე (ქუთაისის ტორპედო) – 6
12.ალექსანდრე გოგობერიშვილი (თბილისის დინამო), დავით კვირკველია (ფოთის კოლხეთი 1913) – 3
13.სანდრო იაშვილი (თბილისის ვიტ ჯორჯია) – 2
14.ლაშა სალუქვაძე (თბილისის ლოკომოტივი), დავით სირაძე (თბილისის ლოკომოტივი), ანდრეი პოროშინი (ქუთაისის ტორპედო; რუსეთი), ზაზა ჯანაშია (თბილისის ლოკომოტივი) – 1

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 4 ივნისი)