წლის სპორტსმენი (სსჟა)

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია 1991 წლის 19 აპრილს დაფუძნდა და არის მემკვიდრე 1959 წლიდან არსებული საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირისა.

სსჟა აერთიანებს პროფესიონალ სპორტულ ჟურნალისტებს, იცავს მათ უფლებებს და ინტერესებს, აწყობს შემოქმედებით კონკურსებს, რეფერენდუმებს საუკეთესო სპორტსმენებისა და გუნდების გამოსავლენად.

1992 წლის 30 აპრილიდან სსჟა სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის – AIPS – წევრია.

2021 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2020 – არ ჩატარდა
2019
– ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2018
– ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2017 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2016 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2015 – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
2014 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო)
2013 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო)
2012 – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
2011 – მამუკა გორგოძე (რაგბი)
2010 – დავით ზირაქაშვილი (რაგბი)
2009 – მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
2008 – ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო)
2007 – რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
2006 – ზაზა კედელაშვილი (ძიუდო)
2005 – რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
2004 – ზურაბ ზვიადაური (ძიუდო)
2003 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
2002 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
2001 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
2000 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
1999 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1998 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
1997 – გიორგი კანდელაკი (კრივი)
1996 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
1995 – გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო)
1994 – ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
1993 – კახი კახიაშვილი (ძალოსნობა)
1992 – კახი კახიაშვილი (ძალოსნობა)
1991 – არ ჩატარდა
1990 – დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1989 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1988 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1987 – ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა)
1986 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1985 – დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1984 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1983 – თემურ აფხაზავა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
1982 – ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
1981 – რამაზ შენგელია (ფეხბურთი)
1980 – ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა)
1979 – თემურ ხუბულური (ძიუდო)
1978 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1977 – დავით კვაჭაძე (კრივი)
1976 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1975 – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
1974 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1973 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1972 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1971 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1970 – თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა)
1969 – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
1968 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1967 – მურთაზ ხურცილავა (ფეხბურთი)
1966 – ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი)
1965 – ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი)
1964 – სლავა მეტრეველი (ფეხბურთი)