XX საუკუნის რჩეულები (სსჟა)

1999 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ XX საუკუნის საუკეთესო მამაკაცი და ქალი სპორტსმენები გამოავლინა.

რჩეულები 48 ჟურნალისტისგან შემდგარმა ჟიურიმ დაასახელა. საუკუნის სპორტსმენის საპატიო წოდების მისაღებად ლაურეატს საერთო ხმების 25% უნდა მიეღო.

I ადგილზე დასახელებულებს ოქროს, II ადგილოსნებს ვერცხლის, ხოლო III ადგილოსნებს ბრინჯაოს პრიზები გადაეცათ.

საუკუნის სპორტსმენთა გარდა სსჟა-ის ჟიურიმ XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელები, გუნდები და სპორტის მოღვაწეები დაასახელა.

გამარჯვებულები და ლაურეატები სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

საორგანიზაციო კომიტეტს სსჟა-ის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ფოცხვერია ხელმძღვანელობდნენ.

 

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი
1.ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
2.გივი კარტოზია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
3.ლევან თედიაშვილი
(თავისუფალი ჭიდაობა)

საუკეთესოთა შორის დასახელდნენ:
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: რომან რურუა, გურამ საღარაძე, როსტომ აბაშიძე
ველოსპორტი: ომარ ფხაკაძე
თავისუფალი ჭიდაობა: დავით ციმაკურიძე, არსენ მეკოკიშვილი, ვახტანგ ბალავაძე, შოთა ლომიძე, დავით გობეჯიშვილი, ლერი ხაბელოვი
კალათბურთი: ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ვლადიმერ სტეფანია
კრივი: გიორგი კანდელაკი
მთამსვლელობა: მიხეილ ხერგიანი
მძლეოსნობა: რობერტ შავლაყაძე
ტანვარჯიში: გიორგი რცხილაძე
ტრამპლინიდან ხტომა: კობა წაქაძე
ტყვიის სროლა:  თამაზ იმნაიშვილი
ფარიკაობა: ნუგზარ ასათიანი
ფეხბურთი:
ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია, ალექსანდრე ჩივაძე
ფრენბურთი: ვაჟა კაჭარავა
ჩოგბურთი: ალექსანდრე მეტრეველი
ძალოსნობა: რაფაელ ჩიმიშკიანი, კახი კახიაშვილი
ძიუდო: შოთა ჩოჩიშვილი, თემურ ხუბულური, დავით ხახალეიშვილი
წყალბურთი: პეტრე მშვენიერაძე
ხელბურთი: ჯემალ ცერცვაძე, ალექსანდრე ანპილოგოვი

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენი
1.ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
2.ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
3.ნინო დუმბაძე
(მძლეოსნობა)

საუკეთესოთა შორის დასახელდნენ:
ბატუტზე ხტომა: რუსუდან ხოფერია
კალათბურთი: ალისა ასიტაშვილი
მთამსვლელობა: ალექსანდრა ჯაფარიძე
მშვილდოსნობა:
ქეთევან ლოსაბერიძე
მძლეოსნობა: ნაძეჟდა ხნიკინა-დვალიშვილი, ელენე გოკიელი, საიდა გუნბა, მაია აზარაშვილი
მხატვრული ტანვარჯიში: ირინა გაბაშვილი
სპორტული ტანვარჯიში: მედეა (მზია ჯუღელი), გალინა შარაბიძე, რუსუდან სიხარულიძე
ჩოგბურთი: ლეილა მესხი
ცურვა: თინათინ ლეკვეიშვილი
ჭადრაკი:
ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, მაია ჩიბურდანიძე

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელი
საუკეთესოთა შორის დასახელდნენ:
კალათბურთი: გიორგი ავალიშვილი, სულიკო თორთლაძე, მიხეილ კეკელიძე
მძლეოსნობა: აკოფ კერსელიანი
მხატვრული ტანვარჯიში: ნელი სალაძე
ფეხბურთი: ანდრო ჟორდანია, ნოდარ ახალკაცი
ძიუდო: ბიძინა მაზიაშვილი
ჭადრაკი: ვახტანგ ქარსელაძე
ჭიდაობა: პეტრე იორდანიშვილი, მიხეილ თინაკაძე, ვახტანგ კუხიანიძე

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო გუნდი
1.თბილისის დინამო 1981
ფეხბურთში ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის მფლობელი
2.ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
საჭადრაკო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებული
3.თბილისის დინამო 1962
კალათბურთში ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი

საქართველოს XX საუკუნის სპორტული მოღვაწე
სულ 40 სპორტული მოღვაწე დასახელდა, თუმცა ხმათა 25% მხოლოდ 9-ს მოუგროვდა: გიორგი ნიკოლაძე, გიორგი ეგნატაშვილი, ვიქტორ გოგლიძე, გიორგი სიხარულიძე, მიხეილ ცხვედაძე, მიხეილ კაკაბაძე, გიორგი მერკვილაძე, ნოდარ გუგუშვილი, დიმიტრი იოსელიანი

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 2 ივნისი)