სეზონის რჩეულები: 2005

2004-05 წლების სეზონის დასრულების შემდეგ სპორტულმა გაზეთმა სარბიელმა ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტები გამოკითხა და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
სარბიელის რეფერენდუმში მონაწილე ჟურნალისტები XVI ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს ცალკე ასახელებდნენ.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელ
1.ლევან კობიაშვილი (გელზენკირხენის შალკე 04, გერმანია) – 202 ქულა
2.მალხაზ ასათიანი (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი) – 184
3.კახი კალაძე (მილანი, იტალია) – 29

4.თემურ ქეცბაია (ფამაგუსტას ანორთოსისი, კვიპროსი) – 10
5.შოთა არველაძე (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია) – 9
6.ოთარ ხიზანეიშვილი (ფრაიბურგი, გერმანია) – 2
7.გოგიტა გოგუა (მოსკოვის ხიმკი, რუსეთი), ვიტალი დარასელია (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), აკაკი დევაძე (თბილისის სპარტაკი), გიორგი დემეტრაძე (დონეცკის მეტალურგი, უკრაინა), ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია), ზვიად სტურუა (თბილისის ლოკომოტივი), რევაზ ქემოკლიძე (თბილისი), ზურაბ ხიზანიშვილი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია) – 1

საქართველოს XVI (2004-05წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
1.ლევან მელქაძე (თბილისის დინამო) – 113 ქულა
2.ზვიად სტურუა (თბილისის ლოკომოტივი) – 104
3.დავით ოდიკაძე (თბილისის დინამო) – 96

4.გი მეგრელაძე (ქუთაისის ტორპედო) – 22
5.გიორგი განუგრავა (ზესტაფონი) – 16
6.ირაკლი ზოიძე (თბილისის დინამო), გიორგი ნემსაძე (თბილისის დინამო), რევაზ ქემოკლიძე (თბილისი) – 10
7.გოგიტა გოგუა (თბილისი), ჯაბა კანკავა (თბილისის დინამო), დავით გამეზარდაშვილი (ქუთაისის ტორპედო) – 9
8.ზურაბ იონანიძე (ზესტაფონი) – 6
9.ირაკლი სირბილაძე (თბილისის ლოკომოტივი), მიხეილ ბობოხიძე (თბილისის ლოკომოტივი) – 5
10.გოგ ფიფია (თბილისი) – 4
11.შოთა ბაბუნაშვილი (თბილისის დინამო) – 2
12.მირზა მერლანი (ქუთაისის ტორპედო), ლევან სილაგაძე (თბილისის დინამო), კახა ჩხეტიანი (ზესტაფონი) – 1

პროფესიული ფეხბურთის ლიგის რჩეულნი
2004-05 წლების ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ პირველად გამოავლინა საუკეთესოები ამპლუების მიხედვით და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.
რჩეულები სპეციალურ მიღებაზე დააჯილდოვეს – პფლ-ის საზეიმო ღონისძიება „დია“ 2005 წლის 15 ივნისს გაიმართა.

საუკეთესო მეკარე: ზვიად სტურუა (თბილისის ლოკომოტივი)
საუკეთესო მცველი: რევაზ ქემოკლიძე (თბილისი)
საუკეთესო ნახევარმცველი: დავით ოდიკაძე (თბილისის დინამო)
საუკეთესო თავდამსხმელი: ლევან მელქაძე (თბილისის დინამო)
საუკეთესო მწვრთნელი: ნოდარ აკობია (თბილისის ლოკომოტივი)
საუკეთესო მსაჯი: ლევან ფანიაშვილი (თბილისი)
ბომბარდირი: ლევან მელქაძე (თბილისის დინამო) – 27 გოლი
აღმოჩენა: გიორგი განუგრავა (ზესტაფონი)

ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზები გადაეცათ ტელეკომპანიებს რუსთავი 2-ს, იმედს და I სტერეოს.
სპეციალური პრიზით – „საუკეთესო საფარი“ – დაჯილდოვდა აგრონომი ლევან ცხოვრებაშვილი.
კომპიუტერული თამაშის – „ჩვენი ფეხბურთი“ – გამარჯვებულ დავით ხარჩილავას სამახსოვრო ჯილდო და ფულადი პრემია გადაეცა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 4 ივნისი)