წლის რჩეულები: 2012

2012 წლის მიწურულს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოავლინა.
სფფ-ის გამოკითხვაში ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე ასაკობრივი ნაკრები გუნდების თავკაცები და კაპიტნები და სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.
ნომინაციაში „საუკეთესო ლეგიონერი“ გამარჯვებული ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის გამოკითხვით დაასახელეს გულშემატკივრებმა.
სფფ-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას – GFF Awards – 2012 წლის 26 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის VIP კლუბმა უმასპინძლა.

 

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: გურამ კაშია (არნემის ვიტესი, ნიდერლანდები)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: ირაკლი სირბილაძე (ტურკუს ინტერი, ფინეთი), მამუკა ღონღაძე (რიგის დაუგავა, ლატვია)

საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ნიკა ძალამიძე (ბიალისტოკის იაგიელონია, პოლონეთი)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: ლუკა ზარანდია (თბილისის ლოკომოტივი), ნიკა ჭანტურია (თბილისის ლოკომოტივი)

საქართველოს XXIII (2011-12წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: ჩისკო მუნიოსი (დინამო თბილისი; ესპანეთი)
საუკეთესო სამეულში მოხვდნენ: ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დინამო თბილისი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი)

საუკეთესო ლეგიონერი: გურამ კაშია (არნემის ვიტესი, ნიდერლანდები)

გაზეთ ლელოს რჩეულები: საქართველოს XXIII (2011-12წწ) ეროვნული ჩემპიონატი
ფეხბურთელი: ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
მეკარე: ოთარ მიგინეიშვილი (ქუთაისის ტორპედო)
მცველი: გივი კვარაცხელია (რუსთავის მეტალურგი)
ნახევარმცველი: თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი)
თავდამსხმელი: ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი)
საუკეთესო ახალგაზრდა: მამუკა კობახიძე (ზესტაფონი)
საუკეთესო დებიუტანტი: ელგუჯა გრიგალაშვილი (მარტვილის მერანი)
ლეგიონერი: ჩისკო მუნიოსი (დინამო თბილისი; ესპანეთი)

სიმბოლური ნაკრები
მეკარე: ომარ მიგინეიშვილი (ქუთაისის ტორპედო)
მცველები: თემურ ღონღაძე (ზესტაფონი), გივი კვარაცხელია (რუსთავის მეტალურგი), გიგა ჟვანია (მარტვილის მერანი), გულვერდ თომაშვილი (დინამო თბილისი)
ნახევარმცველები: ჩისკო მუნიოსი (დინამო თბილისი; ესპანეთი), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი), შოთა გრიგალაშვილი (ზესტაფონი), რევაზ გეწაძე (რუსთავის მეტალურგი)
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი (ზესტაფონი), მათე ვაწაძე (გორის დილა)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 ივნისი)
ფოტო: 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია