ქალბატონი ფრაპარი

პირველი ქალი არბიტრი ჩემპიონთა ლიგაშისტეფანი ფრაპარს უეფამ იუვენტუსისა და კიევის დინამოს თამაში ანდო!

36 წლის ფრანგი ქალბატონი 2011 წლიდან მსაჯობს.

2014 წელს ის პირველი ქალი მსაჯი გახდა, ვინც საფრანგეთის ლიგა 2ის ეგიდით გამართულ მატჩს მოემსახურა.

2019 წლის 28 აპრილს, ამიენი-სტრასბურის დაპირისპირება ანდეს და პირველი ქალი მსაჯი გახდა საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში, ლიგა 1ში.

უეფამ ფრაპარს მსაჯობა მოუწონა და შარშანდელ ევროპის სუპერთასზე დანიშნა ლივერპულსა და ჩელსის შორის.

და ბოლოს, დღეს, ფრანგმა ქალბატონმა ჩემპიონთა ლიგის ისტორიის ერთი ლამაზი ფურცელიც დაწერა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 2 დეკემბერი)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian