ბრანისლავ ივანოვიჩი სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელია

ლონდონის ჩელსის მცველი ბრანისლავ ივანოვიჩი სერბეთის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ქვეყნის პირველი გუნდის კაპიტანმა ტიტული პირველად მოიგო.

28 წლის ივანოვიჩი მე-5 სეზონს ატარებს ლონდონურ კლუბში. 2011-12 წლების სეზონი მისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა: ინგლისის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო!

ამ ტიტულების გარდა ივანოვიჩმა ლონდონურ კარიერაში კიდევ 4 ჯილდო მოიპოვა: 2010 წელს პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა, 2009 წელს სუპერთასი აღმართა, 2009 და 2010 წლებში კი ასოციაციის თასს დაეუფლა. ჩელსიში გადასვლამდე ივანოვიჩი მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობდა, სადაც 2007 წელს რუსეთის თასი მოიგო.

„ეს აღიარება ბევრს ნიშნავს. როცა სამშობლოში საუკეთესოდ გასახელებენ, ეს ბევრზე მეტყველებს. მადლობელი ვარ ყველა ჩემი თანაგუნდელის როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. მათ გარეშე ვერ მივაღწევდი იმას, რაც შევძელი,“ – განაცხადა ივანოვიჩმა.

წლის საუკეთესო მწვრთნელად დრაგომირ ოკუკა აღიარეს, რომელმაც ჩინეთის ჯიანსუ სეინთი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გაიყვანა. ორი კვირის წინ ოკუკა ჩინეთის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელი
2012 – ბრანისლავ ივანოვიჩი (ლონდონის ჩელსი, ინგლისი)
2011 – ალექსანდარ კოლაროვი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი)
2010 – დეიან სტანკოვიჩი (მილანის ინტერი, იტალია)
2009 – მილოშ კრასიჩი (მოსკოვის ცსკა, რუსეთი)
2008 – ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი)
2007 – ნიკოლა ჟიგიჩი (ვალენსია, ესპანეთი)
2006 – დეიან სტანკოვიჩი (მილანის ინტერი, იტალია)
2005 – ნემანია ვიდიჩი (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი)

სერბეთის საუკეთესო მწვრთნელი
2012 – დრაგან ოკუკა (ჯიანსუ სეინთი, ჩინეთი)
2011 – იოვან იოვანოვიჩი (ლიმასოლის აპოელი, კვიპროსი)
2010 – მილოვან რაიევაცი (განის ნაკრები)
2009 – რადომირ ანტიჩი (სერბეთის ნაკრები)
2008 – სლავიშა იოკანოვიჩი (ბელგრადის პარტიზანი)
2007 – მიროსლავ ჯუკიჩი (ბელგრადის პარტიზანი)
2006 – ლიუბიშა ტუმბაკოვიჩი (შანდონ ლუნენი, ჩინეთი)
2005 – ილია პეტკოვიჩი (სერბეთის და მონტენეგროს ნაკრები)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2012 წლის 25 დეკემბერი)

ka_GEGeorgian