ეროვნულის ბოლო ამხანაგური: ალბანეთი 2:2 საქართველო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წელს უკანასკნელი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა: კახი ცხადაძის გუნდი 16 ნოემბერს ტირანაში, ევრო 2016-ის ერთ-ერთ ფინალისტს ალბანეთის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

89-ე წუთამდე ანგარიში 2:0 იყო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ: მე-2 წუთზე ალექსანდრე ამისულაშვილმა სტანდარტული მდგომარეობისას იყოჩაღა და შეტევაში ჩართულმა ზუსტად დაარტყა, 52-ე წუთზე კი გიორგი ჭანტურიამ გამოიჩინა თავი – 2:0.

სამწუხაროდ, „ჯვაროსნებმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს: 89-ე წუთზე მიგიენ ბაშამ, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე კი სოკოლ ციკალეშიმ 2-ჯერ ისარგებლეს მცველების უყურადღებობით და ზუსტად დაარტყეს – 2:2.

ეს იყო საქართველოს ეროვნული გუნდის 201-ე საერთაშორისო შეხვედრა.

განვლილი თამაშებიდან „ჯვაროსნებმა“ ყველაზე მეტი – 14 – სწორედ ალბანელებთან გამართეს. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ალბანელთა აქტივში 3 მოგებაა, ამდენივე მატჩი ფრედ დასრულდა, 8 თამაში კი ქართველმა ფეხბურთელებმა მოიგეს.

16 ნოემბერი, 2015. ამხანაგური. ალბანეთი, ტირანა, ქემალ სტაფა. 2 000
ალბანეთი 2:2 საქართველო
გოლებ: 0:1 ალექსანდრე ამისულაშვილი (2), 0:2 გიორგი ჭანტურია (52), 1:2 მიგიენ ბაშა (89), 2:2 სოკოლ ციკალეში (90)
ალბანეთი: ეტრიტ ბერიშა (ალბან ჰოქსა 75), ანდი ლილა (ბერატ ჯიმსიტი 29), ერმირ ლენჯანი (ჰეროლინდ შალა 57), არმანდო სადიკუ, შკელზენ გაში (სოკოლ ციკალეში 65), საბიენ ლილაი, ანსი აგოლი (კაპ), ტაულანტ ქსაკა (მიგიენ ბაშა 56), არლინდ აჯეტი, ფრედ ვესელი, ოდისე როში (რეი მანაჯი 60)
მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი (იტალია)
საქართველო: ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე, გია გრიგალავა, გურამ კაშია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ჯაბა კანკავა (კაპ), ბუბა დაუშვილი, ნიკა გელაშვილი (ბაჩანა ცხადაძე 77), ვაკო ყაზაიშვილი (სანდრო კობახიძე 82), გიორგი ჭანტურია, გიორგი ნავალოვსკი (ოთარ კაკაბაძე 90)
მწვრთნელი: კახი ცხადაძე
გაფრთხილება: არლინდ აჯეტი, უჩა ლობჟანიძე
მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 17 ნოემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian