წლის რჩეულები: 2022

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის ბოლოს ტრადიციულად დაასახელა წლის მოთამაშე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.
წლის ფეხბურთელი მწვრთნელებთან და მოთამაშეებთან ერთად საფეხბურთო ჟურნალისტებმაც გამოავლინეს, ხოლო ეროვნული ჩემპიონატის რჩეულები მწვრთნელებმა და კაპიტნებმა დაასახელეს.
სფფ-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას – GFF Awards – 2022 წლის 26 დეკემბერს სასტუმრო შერატონმა უმასპინძლა.

აუკეთესო ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)
ნომინანტები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი)

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ანზორ მექვაბიშვილი (თბილისის დინამო)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის დინამო; ბრაზილია)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე: ლუკა კუტალაძე (თბილისის დინამო)
ნომინანტები: ლევან შოვნაძე (წყალტუბოს სამგურალი), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი: ჯიმი ტაბიძე (თბილისის დინამო)
ნომინანტები: გიორგი გოჩოლეიშვილი (თბილისის საბურთალო), ნიკა მალი (თბილისის დინამო)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი: სანდრო ალთუნაშვილი (ბათუმის დინამო)
ნომინანტები: ანზორ მექვაბიშვილი (თბილისის დინამო), გიორგი მოისწრაფიშვილი (თბილისის დინამო), ალეფ სანტოსი (გორის დილა; ბრაზილია)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის დინამო; ბრაზილია)
ნომინანტები: დავით სხირტლაძე (თბილისის დინამო), ირაკლი სიხარულიძე (თბილისის საბურთალო)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი (თბილისის დინამო)
ნომინანტები: გია გეგუჩაძე (ბათუმის დინამო), გიორგი მიქაძე (წყალტუბოს სამგურალი)

ალექსანდრე ჩივაძის პრემია – U19
ოქროს მედალი: ლუკა ლაცაბიძე (თბილისის დინამო)
ვერცხლის მედალი: საბა გოგლიჩიძე (ქუთაისის ტორპედო)
ბრინჯაოს მედალი: ჯადული იობაშვილი (თბილისის დინამო)

ალექსანდრე ჩივაძის პრემია – U17
ოქროს მედალი: სოსო კოპალიანი (თბილისის ლოკომოტივი)
ვერცხლის მედალი: საბა გეგუჩაძე (თბილისის საბურთალო)
ბრინჯაოს მედალი: ალექსანდრე თურქია (თბილისის დინამო)

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი)
ნომინანტები: მაიკო ბებია (ჩხოროწყუს სამეგრელო), ლელა ჭიჭინაძე (სოხუმის დინამო)

ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: ლელა ჭიჭინაძე (სოხუმის დინამო)
ნომინანტები: მაიკო ბებია (ჩხოროწყუს სამეგრელო), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი)

ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: ავთანდილ რევიშვილი (ქუთაისის მართვე)
ნომინანტები: გიორგი ჩხაიძე (ლანჩხუთი), გივი კვარაცხელია (ჩხოროწყუს სამეგრელო)

ფუტსალის საუკეთესო ფეხბურთელი: ზვიად კუპატაძე
ნომინანტები: გიორგი ღავთაძე, შაგინია

საუკეთესო მსაჯი: ალექსანდრე აფციაური

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2022 წლის სიმბოლური ნაკრები
მეკარე: ლუკა კუტალაძე (თბილისის დინამო)
მცველები: გიორგი გოჩოლეიშვილი (თბილისის საბურთალო), ჯიმი ტაბიძე (თბილისის დინამო), პედრო მონტეირუ (ქუთაისის ტორპედო; პორტუგალია), ვანდერსონ სილვა (გორის დილა; ბრაზილია)
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (ბათუმის დინამო), ანზორ მექვაბიშვილი (თბილისის დინამო), ჯეფერსონ ჯერალდო (წყალტუბოს სამგურალი; ბრაზილია)
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმის დინამო), დავით სხირტლაძე (თბილისის დინამო), ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის დინამო; ბრაზილია)

ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური პრიზები:
ფუტსალის ნაკრები
(ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული მონაწილეობისთვის. პრიზი გადაეცა მთავარ მწვრთნელს ავთანდილ ასათიანს)

საკომუნიკაციო სააგენტო ვინდფორსი
(დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა. შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და პირველად ეროვნულმა გუნდებმა უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშეს. პროექტი ვინდფორსმა განახორციელა)

დიმიტრი არეშიძე
(ფეხბურთის ახალგაზრდა ენთუზიასტი თერჯოლიდან, რომელიც მონაწილეობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით გამართულ თითქმის ყველა რეგიონალურ პროექტში. დიმიტრი მწვრთნელობს, თამაშობს და მოხალისეობრივად აქტიურადაა ჩართული საორგანიზაციო საქმეშიც)

ზვიად ცარციძე
(საჩხერის ქალთა გუნდის მწვრთნელი. ასევე წვრთნის ვაჟთა ასაკობრივ გუნდებს და აქტიურად არის ჩართული ადგილობრივ საფეხბურთო პროცესებში)

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები
I ადგილი – ირაკლი ბერიძე
II ადგილი – დავით ბაგრამოვი
III ადგილი – ნიკოლოზ ხარჩილავა

სარბიელი
20
2122 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გაზეთმა სარბიელმა სპორტული ჟურნალისტები გამოკითხა და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

1.გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი) – 163 ქულა
2.ხვიჩა კვარაცხელია (ყაზანის რუბინი, რუსეთი / ბათუმის დინამო / ნაპოლი, იტალია) – 153
3.საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი) – 52

4.გურამ კაშია (ბრატისლავის სლოვანი, სლოვაკეთი) – 24
5.ბუდუ ზივზივაძე (შეკესფეჰერვარის ფეჰერვარი, უნგრეთი / უიპეშტი, უნგრეთი) – 13
6.ჯაბა კანკავა (ბრატისლავის სლოვანი, სლოვაკეთი) – 8
7.გიორგი ლორია (ფამაგუსტას ანორთოსისი, კვიპროსი) – 6
8.სანდრო ალთუნაშვილი (ბათუმის დინამო) – 5
9.გიორგი ლორია (კვიპროსი) – 4
10.ზურაბ დავითაშვილი (ბათუმის დინამო / ბორდო, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (პოზნანის ლეხი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (ბათუმის დინამო / ბელგრადის ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია) – 3
11.ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის დინამო; ბრაზილია) – 2
12.გიორგი ქვილითაია (ნიქოზიის აპოელი, კვიპროსი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), თორნიკე ოქრიაშვილი (ნიქოზიის აპოელი, კვიპროსი), გიორგი წიტაიშვილი (პოზნანის ლეხი, პოლონეთი) – 1
*-რეფერენდუმში მონაწილეობდა 75 ჟურნალისტი

სეზონის საუკეთესო დებიუტანტი: გიორგი წიტაიშვილი (პოზნანის ლეხი, პოლონეთი)
* * *
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია