10 წლის შემდეგ: ჟოზე Vs პეპი

25 აპრილს, კვირას, ინგლისის ლიგის თასის მფლობელი გამოვლინდება – მანჩესტერ სიტი ზედიზედ მე4 ფინალის მოგებას შეეცდება, ტოტენჰემ ჰოთსფური კი 2008 წლის შემდეგ პირველი ტიტულისთვის იბრძოლებს.
ნახევარფინალებში, რომლებიც 5 და 6 იანვარს გაიმართა, ჟოზე მოურინიუს ტოტენჰემმა მუსა სისოკოს და ჰონ-მინ სონის გოლებით 2:0 სძლია ბრენტფორდს, გვარდიოლას სიტიმ კი სტოუნზის და ფერნანდინიოს ზუსტი დარტყმებით ოლდ ტრაფორდზე დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი.
ფინალამდე კი ძალიან შორია, მაგრამ ეს 5 საინტერესო ფაქტი, ვფიქრობ, დაგაინტერესებთ:

1: 2011 წლის შემდეგ მოურინიუს და გვარდიოლას კლუბები პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ფინალში.
10 წლის წინ პორტუგალიელის რეალმა გვარდიოლას ბარსას ესპანეთის თასის ფინალში აჯობა და ტრებლის შესრულება არ დაანება.

2: იმ შემთხვევაში თუ ფინალს მანჩესტერ სიტი მოიგებს, ხოსეპ გვარდიოლას კლუბი ლივერპულს 2 მაჩვენებლით გაუთანაბრდება – ზედიზედ მეოთხედ ჩაიბარებს ამ თასს, ამასთანავე, ყველა დროის ჩამონათვალში 8 ლიგის თასით ენფილდროუდელთა გვერდით დადგება.

3: ლიგის თასის ბოლო 7 გათამაშებაში ან მანჩესტერ სიტიმ გაიმარჯვა (2014, 2016, 2018, 2019, 2020) ან ჟოზე მოურინიუს კლუბებმა – ჩელსიმ 2015 წელს და მანჩესტერ იუნაიტედმა 2017 წელს.

4: ტოტენჰემ ჰოთსფურმა ლიგის თასი ბოლოს 2008 წელს მოიგო, ხოლო როცა ბოლოჯერ ითამაშა ფინალში, 2015 წელს, დეზები ჟოზე მოურინიუს გაწვრთნილ ჩელსისთან დამარცხდნენ – 0:2.

5: ჟოზე მოურინიუ მხოლოდ მე3 მწვრთნელია, რომელმაც 3 სხვადასხვა კლუბი გაიყვანა ინგლისის ლიგის თასის ფინალში – ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი და ახლა ტოტენჰემ ჰოთსფური.
პირველად ეს რონ ატკინსონმა მოახერხა მანჩესტერ იუნაიტედში, შეფილდ უენსდიში და ასტონ ვილაში მუშაობის დროს, შემდეგ კი რონ სონდერსმა ნორვიჩ სიტისთან, მანჩესტერ სიტისთან და ასტონ ვილასთან ერთად.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 7 იანვარი)

ka_GEGeorgian