12 საათით სამცხე-ჯავახეთში

ერთდღიანი ტურისთვის დიდებული იყო – საქართველოს სამხრეთი, ჯავახეთის ნაწილი 12 საათში მოვიარეთ მე, ნინომ და ნიკამ.

ჯერ იყო დაშბაშის კანიონი და ულამაზესი ჩანჩქერი, მერე ბერთას მამათა მონასტერი, შემდეგ ფარავნის ტბა და ფოკა, სულ ბოლოს კი საღამოს ტბა ორი მცირე ეკლესიით (გოხნარში რამდენიმე წუთით გაჩერებაზე არაფერს ვამბობ).

ჯავახეთში აქამდე ერთხელ ვიყავი, 2004-ში, ოღონდ მაშინ ბერთას იქით აღარ წავსულვარ.

მე თუ მკითხავთ, მოგზაურობა ყველაზე მაგარი რამეა. და არ აქვს მნიშვნელობა უცხოეთში თუ საქართველოში. ყოველ შაბათ-კვირას ზურგჩანთა უნდა გადაიკიდო და გასწიო ახალი ადგილების სანახავად. სხვა საქმეა, რომ საამისოდ ხშირად ვერ ვიცლით. არადა, აუცილებელია.

კი, დამღლელი როგორ არ იყო, მაგრამ მედალს ხომ ორი მხარე აქვს? ჰოდა ნანახმა იმდენი ემოციით ამავსო, ნაღდად ღირდა.

გირჩევთ.

ამ ტურსაც და კიდევ ბევრ სხვასაც 😉

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები
(გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2017 წლის 24 ივნისი

ka_GEGeorgian