16-წლამდელთა ნაკრებმა ვიქტორ ბანნიკოვის თასი მოიგო

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ვიქტორ ბანნიკოვის თასის მფლობელია!

გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში ისრაელი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ჯერ თეიმურაზ გაბუნიამ გაიტანა, მერე კი, როცა მეტოქე დაწინაურდა, ანზორ მექვაბიშვილმა შეძლო წონასწორობის აღდგენა. 69-ე წუთზე ისრაელი კაცნაკლული დარჩა – მსაჯმა წითელი ბარათი ააფრიალა, თუმცა საქართველოს ნაკრების ზეწოლას მაინც გაუძლო.

ჩემპიონის თასის გარდა საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური პრიზებიც მოიპოვა: დემეტრე ბულისკერია ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა, ხოლო ივა გელაშვილი – საუკეთესო მცველი.

11 მაისი, 2016. საერთაშორისო ტურნირი – ვიქტორ ბანნიკოვის თასის XII გათამაშება. უკრაინა, ბორისპოლი, კოლოსი. 100
ჩეხეთი 0:0 საქართველო
საქართველო: დემეტრე ბულისკირია, გიორგი ჯინჯოლავა, ლევან ხარაბაძე, ივა გელაშვილი, ცოტნე კაპანაძე (არჩილ ბასარია 68), ზურაბ დავითაშვილი (ირაკლი ჯავახიშვილი 60), თამაზ ბაბუნაძე (გიორგი კაკაურიძე 68), თემურ გაბუნია (ფირუზ გაბიტაშვილი 41), გიორგი ივანიაძე (ლუკა შუბითიძე 55), ანზორ მექვაბიშვილი, დავით ლორთქიფანიძე (ბექა დარციმელია 60)
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი

12 მაისი, 2016. საერთაშორისო ტურნირი – ვიქტორ ბანნიკოვის თასის XII გათამაშება. უკრაინა, ბორისპოლი, კოლოსი. 100
ლატვია 0:1 საქართველო
გოლი:
0:1 გიორგი ივანიაძე (66)
საქართველო: დემეტრე ბულისკირია, არჩილ ბასარია (ცოტნე კაპანაძე 53), საბა გაბედავა, ივა გელაშვილი, ლევან ხარაბაძე, ანზორ მექვაბიშვილი (ირაკლი ჯავახიშვილი 78), ბექა დარციმელია (დავით ლორთქიფანიძე 71), ზურაბ დავითაშვილი (გიორგი ლომიძე 78), გიორგი ივანიაძე, გიორგი კაკაურიძე (თამაზ ბაბუნაძე 41), ლუკა შუბითიძე (თემურ გაბუნია 53)
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი

14 მაისი, 2016. საერთაშორისო ტურნირი – ვიქტორ ბანნიკოვის თასის XII გათამაშება. უკრაინა, ბორისპოლი, კოლოსი. 100
მოლდოვა 0:4 საქართველო
გოლები:
0:1 ბექა დარციმელია (7), 0:2 თემურ გაბუნია (24), 0:3 თამაზ ბაბუნაძე (49), 0:4 ზურაბ დავითაშვილი (59)
საქართველო: თორნიკე მეგრელიშვილი, საბა გაბედავა, გიორგი ჯინჯოლავა, ბექა დარციმელია (გიორგი ლომიძე 69), ზურა დავითაშვილი (ფირუზ გაბიტაშვილი 60), თამაზ ბაბუნაძე (ლევან ხარაბაძე 60), თემურ გაბუნია, გიორგი ივანიაძე (გიორგი კაკაურიძე 55), დავით ლორთქიფანიძე (ანზორ მექვაბიშვილი 55), ცოტნე კაპანაძე (არჩილ ბასარია 55), ირაკლი ჯავახიშვილი
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი

15 მაისი, 2016. საერთაშორისო ტურნირი – ვიქტორ ბანნიკოვის თასის XII გათამაშება, ფინალი. უკრაინა, ბორისპოლი, კოლოსი. 300
ისრაელი 2:2 (პენ 2:4) საქართველო
გოლები:
0:1 თემურ გაბუნია (6), 1:1 (26, პენ), 2:1 (29), 2:2 ანზორ მექვაბიშვილი (54)
საქართველო: დემეტრე ბულისკირია, არჩილ ბასარია, გიორგი ჯინჯოლავა, ლევან ხარაბაძე, ბექა დარციმელია, ზურა დავითაშვილი, თამაზ ბაბუნაძე (ლუკა შუბითიძე 79), თემურ გაბუნია (გიორგი კაკაურიძე 41), გიორგი ივანიაძე (ფირუზ გაბიტაშვილი 41), ივა გელაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 16 მაისი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian