1921-1968: საქართველოს ნაკრები

1968 წლის 16 მაისის ლელოში (#95) ერთი საინტერესო გამოკითხვის შედეგებია გამოქვეყნებული.
გაზეთის მეორე-მესამე გვერდზე ვკითხულობთ: თბილისის დინამოს სტადიონის რადიორედაქციის თხოვნით, გულშემატკივრებმა 1921-1968 წლების საქართველოს სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (თუ რატომ დაიწყო ათვლა 1921 წლიდან, ვფიქრობ, ახსნას არ საჭიროებს).

ლელოს ინფორმაციით, გამოკითხვაში 780 გულშემატკივარს მიუღია მონაწილეობა, რომლებმაც საერთო ჯამში 87 ფეხბურთელს მისცეს ხმა.

ამ 87დან 22მა ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, მათგან კი საქართველოს 1921-1968 წლების სიმბოლური ნაკრები ასე დაკომპლექტდა:

მეკარე: ვლადიმერ მარღანია (380 ქულა)
მცველები: ვლადიმერ ელოშვილი (481), ნიაზი ძიაპშიპა (275), მურთაზ ხურცილავა (717), გივი ჩოხელი (721)
ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა (451), შოთა იამანიძე (550)
თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი (732), ბორის პაიჭაძე (765), ავთანდილ ღოღობერიძე (708), მიხეილ მესხი (679)

ქულების მიხედვით სია ასე სახეს იღებს:
1.ბორის პაიჭაძე – 765
2.სლავა მეტრეველი – 732
3.გივი ჩოხელი – 721
4.მურთახ ხურცილავა – 717
5.ავთანდილ ღოღობერიძე – 708
6.მიხეილ მესხი – 679
7.შოთა იამანიძე – 550
8.ვლადიმერ ელოშვილი – 481
9.გიორგი სიჭინავა – 451
10.ვლადიმერ მარღანია – 380
11.ნიაზი ძიაპშიპა – 275
* * *
12.შოთა შავგულიძე – 243
13.ალექსანდრე დოროხოვი – 226
14.გაიოზ ჯეჯელავა – 199
15.მიხეილ ბერძენიშვილი – 198
16.ავთანდილ ჭკუასელი – 186
17.ანდრო ჟორდანია – 106
18.იბრაგიმ სარჯველაძე – 97
19.ვიქტორ პანიუკოვი – 93
20.გოგი ანთაძე – 85
21.ვლადიმერ ბარქაია – 75
22.ზაურ კალოევი – 72

იქიდან გამომდინარე, რომ მეორე თერთმეტეულში (12-22) ყველა ამპლუის მოთამაშე მოხვდა, აზრს მოკლებული არ იქნება ეს 11 ფეხბურთელი 1921-68 წლების საქართველოს მეორე ნაკრებად მივიჩნიოთ.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 20 მაისი)
ფოტო:
გაზეთი ლელო (#95 – 1968.05.16)

ka_GEGeorgian