1976, პირველად უელსში: დინამო კარდიფ სიტის წინააღმდეგ

ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის ერთადერთ მატჩში თბილისის დინამო დღეს უელსის ქონას ქუეი ნომედს დაუპირისპირდება.
თამაში მეტოქის მოედანზე გაიმართება.
ევროპის საკლუბო ტურნირებში ასპარეზობის არასრული ნახევარი საუკუნის განმავლობაში დინამო მესამედ ითამაშებს უელსში.

უელსელებთან პირველი დაპირისპირება კი 44 წლის წინ შედგა.

1976 წლის 15 სექტემბერს თბილისელებმა პირველად ითამაშეს აწ უკვე გაუქმებულ თასების მფლობელთა თასზე და სადებიუტო შეხვედრაში დინამოელთა მეტოქე კარდიფ სიტი გახლდათ.

ის თამაში, კარდიფში, ბრიტანელებმა 1:0 მოიგეს, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში, თბილისის დინამოს სტადიონმა რომ უმასპინძლა, ნოდარ ახალკაცის გუნდმა 3:0 გაიმარჯვა.

სხვათა შორის, ეს იყო დინამოს პირველი ევრომატჩი, რომელიც ხანგრძლივი რეკონსტრუქციის შემდეგ განახლებულ თბილისის მთავარ სტადიონზე გაიმართა.

15 სექტემბერი, 1976. თასების მფლობელთა თასი1/16 ფინალი. უელსი, კარდიფი, ნინიან პარკი. 11 181
კარდიფ სიტი 1:0 დინამო
გოლი: 1:0 ედრიან ოლსტონი (73)
კარდიფ სიტი: ბილ ირვინი, ფრედი პეტარდი, კლაივ ჩარლზი, ალან კემპბელი (დერეკ შოუერსი 60), რიჩი მორგანი, ალბერტ ლამური, ჯონ ბუჰენენი, დაგ ლივერმორი (კაპ), ტონი ევანსი, უილიამ ანდერსონი, ედრიან ოლსტონი (პიტერ სეიერი 75)
მწვრთნელი: ჯიმი ენდრიუსი
დინამო: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, ზორბეგ ებრალიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, ვახტანგ კოპალეიშვილი
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
მსაჯები: ოლე ამუნდსენი; პეტერ ნილსენი, ერიკ სტენ იენსენი (დანია)

29 სექტემბერი, 1976. თასების მფლობელთა თასი1/16 ფინალი. თბილისი, ..ლენინის სახელობის დინამოს სტადიონი. 80 000
დინამო 3:0 კარდიფ სიტი
გოლები: 1:0 ვლადიმერ გუცაევი (23), 2:0 დავით ყიფიანი (73), 3:0 ფირუზ კანთელაძე (80, პენ)
დინამო: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, გოჩა მაჩაიძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი (ზურაბ წერეთელი 44), დავით ყიფიანი, ვახტანგ კოპალეიშვილი
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
კარდიფ სიტი: ბილ ირვინი, ფრედი პეტარდი, კლაივ ჩარლზი, ბრაიან ეტლი, ჯონი დუაიტერი, ალბერტ ლამური, ჯონ ბუჰენენი, დაგ ლივერმორი (კაპ), ტონი ევანსი, ედრიან ოლსტონი (პიტერ სეიერი 71), დერეკ შოუერსი (უილიამ ანდერსონი 71)
მწვრთნელი: ჯიმი ენდრიუსი
გაფრთხილება: ჯონ ბუჰენენი
მსაჯები: ვ.შპიგელი; ვ.კლოკერი, ი.ვიმერი (ავსტრია)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 17 სექტემბერი)

ka_GEGeorgian