1994: დებიუტი

კეთილი იყოს შენი მობრძანება, საქართველო!

სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვეს ნორვეგიელმა მსახიობმა ლივ ულმენმა და სახელგანთქმულმა ნორვეგიელმა მოგზაურმა ტურ ჰეიერდალმა 1994 წლის 12 თებერვალს, ლილეჰამერში, ლისგერდსბაკენის ტრამპლინის წინ, როცა ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა თოვლით დაფარულ მოედანზე შეაბიჯა.

1994 წლის 12 თებერვალს ზამთრის XVII თამაშები გაიხსნა.

1994 წლის 12 თებერვალს საქართველო, ისტორიაში პირველად, ოლიმპიადებს სახელმწიფო დროშით შეურთდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს იქ მაღალი შედეგებისთვის არ მიუღწევიათ, 1994 წლის 12 თებერვალი და ეს პატარა ნორვეგიული ქალაქი სამუდამოდ ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში.

მას შემდეგ 30 წელიწადი გავიდა.

ლაშა გოდუაძე
ფოტო: პაატა ნაცვლიშვილის ხუთტომეულიდან „ჩემი ოლიმპიური ქორონიკონი – ხუთი რგოლი საქართველოსთვის“
2024 წლის 12 თებერვალი

ka_GEGeorgian