3X3-ზე საკალათბურთო მედია-ტურნირი სამინისტრომ მოიგო!

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გუნდმა სპორტკომპლექს არენა 1-ში გამართული მედია-ტურნირი მოიგო 3X3-ზე სამოყვარულო კალათბურთში.

მედია-ტურნირი 3/3-ზე კალათბურთში საქართველოში კატარის სახელმწიფო საკონსულოს ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრის მხარდამჭერები კალათბურთის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იყვნენ.

შეჯიბრში 12 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ტელემედია, სპორტმედია, სარბიელი. სამინისტროს გუნდმა ჯგუფის მოგების შემდეგ დაძაბულ 1/2-ფინალში სპორტმედია დაამარცხა, ფინალში კი ტელემედიას სძლია. გამარჯვებულები და ფინალისტები ტურნირის ორგანიზატორებმა თასით და მედლებით დააჯილდოვეს. მედია-ტურნირის გარდა ასევე გაიმართა საჩვენებელი მატჩი პარა-კალათბურთში.

„თუ ასეთი შეჯიბრები ტრადიციული გახდება, ძალიან გამიხარდება! საინტერესო ტურნირი გამოვიდა და მადლობა ორგანიზატორებს საინტერესო შეჯიბრისთვის“, – განაცხადა სამინისტროს გუნდის კაპიტანმა პაპუნა ფირალიშვილმა.

გამარჯვებულებმა ჩემპიონის თასი სამინისტროს შენობაში განთავსებულ ქართული სპორტის მუზეუმს უსახსოვრეს.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 10 მარტი)
ფოტო: www.msy.gov.ge

ka_GEGeorgian