644: მესიმ მეფეს ჩაუქროლა

გუშინ ბარსელონამ ვალიადოლიდის რეალს მისსავე მოედანზე 3:0 მოუგო, ლეო მესიმ კი პედრის პასით შეაგდო და პელეს უკვდავი რეკორდი გააუმჯობესაბარსას მაისურით 644 გოლი შეაგდო!
644!!!

და მერე ვიღაცები უკადრებელს იკადრებენ და იტყვიან, რომ ლეოს დიეგომდე ბევრი უკლია.

ამ თემას აღარ გავაგრძელებ. მგონი, ისედაც ნათელია ყველაფერი. მე კიდევ ის მახარებს, რომ ჩემ მეგობრებში, ვის აზრებსაც ვითვალისწინებ და პატივს ვცემ, დიეგოს და ლეოს არავინ ადარებს – მათთვის ისინი ერთად დგანან (კიდევ რამდენიმე ზღაპრულ მოთამაშესთან ერთად) თვალუწვდენელ სიმაღლეზე.

მესის ეს რეკორდი რომ გაუმჯობესდეს, ვინმემ მინიმუმ 43 გოლი უნდა გაიტანოს ზედიზედ 15 სეზონის მანძილზეერთ კლუბში, – გარი ლინეკერი, თავადაც მშვენიერი ბომბარდირი, ასე გამოეხმაურა არგენტინელის გუშინდელ რეკორდს.

ჩვენ დროში, როცა ზედიზედ 15 სეზონი კი არა, ერთ გუნდში გატარებული 10 წელიც უკვე დიდი იშვიათობაა, ბარსელონის ათიანის ამ შედეგის გაუმჯობესება მართლა წარმოუდგენელი მგონია.

მეეჭვება ახალ მიღწევას მოვესწრო და ამიტომაც არ შემეშინდება ამის თქმა – თუ რომელიმეს ეთქმის „უკვდავი“, პირველ რიგში მესის ამ რეკორდს, რომელიც ჯერ კიდევ გაუმჯობესდება.

ის მე17 სეზონს ატარებს კამპ ნოუზე და თუ პირველ 4 წელს საერთო ჯამში 42 გოლი შეაგდო, გვარდიოლას მისვლისთანავე, 2008 წლის ზაფხულიდან, ისეთი ტემპი აკრიფა, დღემდე ვერავინ აჩერებს – 38, 47, 53, 73!

მარტო ესპანეთის ჩემპიონატში გაიტანა 451 ბურთი!

ჩემპიონთა ლიგაში მეორეა 118 გოლით…

53 ესპანეთის თასზე…

წელს ბარსას კიდევ ერთი თამაში ელის, 29ში შინ, ეიბართან და თუ ლეო ბასკების წინააღმდეგ ვიხილეთ, 2 დიდებული მიღწევით დახურავს ამ ნატანჯ 2020ს: 750ედ ითამაშებს ბარსას მაისურით, და ის თამაში ლა ლიგის მე500 მატჩი იქნება მისთვის.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 23 დეკემბერი)
გრაფიკა: ემილიო სანსოლინი

ka_GEGeorgian