ფოტოისტორია: სლავას გოლი

ნეტში ხეტიალის დროს ბევრ საინტერესო რამეს ვპოულობ და ეს მართლა სუპერფოტოც ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე:
1960 წლის 11 ივლისია, პარიზის პარკ დე პრინსესი, ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალი – საბჭოთა კავშირი–იუგოსლავიის მატჩის 49ე წუთი.

ამ ფოტოს გადაღებიდან ზუსტად წამში სლავა მეტრეველმა ანგარიში გაათანაბრა! ზუსტად ასე გავიდა ევროფინალებში ერთადერთი ქართული გოლი.

იმ დღეს სსრკ ნაკრებმა მოიგო – 2:1. მეორე ბურთი ვიქტორ პონედელნიკმა მიხეილ მესხის პასით შეაგდო.

სლავასთან და მიშასთან ერთად 1960 წლის 11 ივლისს ევროპის ჩემპიონობა კიდევ ერთმა ჩვენიანმა იზეიმა – გივი ჩოხელმა.

მეტრეველი ევრო 60ის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს. ასეთი პატივი კი სულ სამ ქართველს ერგო: 60ში სლავას, ხოლო 1972 წელს მურთაზ ხურცილავას და რევაზ ძოძუაშვილს.

ზუსტად 10 დღეში ევროპის XVI ჩემპიონატი დაიწყება. და სხვათა შორის ფინალი წელსაც 11 ივლისსაა – ლონდონში, უემბლიზე…

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 1 ივნისი)

ka_GEGeorgian