კიდევ ერთხელ: ფორცა იტალია!

ეს ჩემი მეცხრე ევროპის ჩემპიონატია და ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე ვიტყვი, რომ საუკეთესოც.
და ასეთი დაძაბული ჯგუფური ეტაპი ევროპებზე კიარა, მსოფლიო ჩემპიონატებზეც არ მახსოვს.
მოკლედ, ევრო 2020მა მოლოდინი გაამართლა.

მიხარია ისიც, რომ აქამდე გამართული 24 მატჩიდან მხოლოდ ორი დასრულდა უგოლოდ, გუშინ კიდე, მიუნხენში, ჩემი აზრით ტურნირის თამაში გაიმართა – გერმანიამ ევროპის ჩემპიონი პორტუგალია მშვენიერ თამაშში დაამარცხა.

კიდე კაი ლიოვის გუნდს სერია აში გამოზრდილი რობინ გოსენსი ჰყავდა, თორემ მარტო კაი ჰავერცის იმედზე მტერი იყოს.

რაც შეეხება ფლეი-ოფებს, გული მიგრძნობს იქ უკეთესი ამბები გველოდება.

და როგორც ყოველთვის ასეთ დროს: ფორცა იტალია!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 20 ივნისი)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian