ფეხბურთით გაერთიანებულნი

ბერლინში, ოლიმპიაშტადიონზე, ევრო 2024ის ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა. ევროპის მომავალი პირველობა გერმანიაში ზუსტად ათასი დღის შემდეგ, 2024 წლის 14 ივნისს დაიწყება და ერთი თვის თავზე, 14 ივლისს დასრულდება.

ანრი დელონეს სახელობის თასი, ფინალურ ეტაპზე მონაწილე 24 გუნდის პირობითად აღმნიშვნელი ამდენივე ფერის ზოლი და გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძელ არენაზე მიმანიშნებელი ასო O ოფიციალურ წარწერაზე – ასეთია ევრო 2024ის ლოგო.

მატჩები ათ ქალაქში გაიმართება – ბერლინში, კიოლნში, დორტმუნდში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, გელზენკირხენში, ლაიპციგში, მიუნხენსა და შტუტგარტში. გუშინვე შედგა ამ ქალაქების ოფიციალური ლოგოების პრეზენტაციაც.

ღონისძიება, რომელსაც რამდენიმე ქალაქის მერი, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელები, ვაჟთა და ქალთა ეროვნული გუნდების გამორჩეული მოთამაშეები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა და ევრო 2024ის დირექტორმა, ბუნდესგუნდის და მიუნხენის ბაიერნის ვეტერანმა ფილიპ ლამმა გახსნეს.

ფეხბურთით გაერთიანებულნი – ასეთი იქნება გერმანია 2024ის დევიზი.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 5 ოქტომბერი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian