ბრედლი უიგინსი საუკეთესო ბრიტანელია!

BBC-იმ ტრადიციულად გამოავლინა წლის საუკეთესო სპორტსმენები. პირველი ადგილი ტურ დე ფრანსის პირველმა ბრიტანელმა ჩემპიონმა და ლონდონის ოლიმპიადის ოქროსმედალოსანმა ბრედლი უიგინსმა მოიპოვა. 32 წლის უიგინსმა წლეულს ასევე მოიგო პარიზი-ნიცის რბოლა, რომანდიის ტური და კრიტერიუმ დუ დოფინი.

„მნიშვნელოვანი აღიარებაა! ვფიქრობ, ეს ჯილდო განვლილი სეზონის ზუსტი შეფასებაა“, – განაცხადა 4-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უიგინსმა. ლონდონი 2012-ის გარდა მან 2 ოქრო მოიგო პეკინში და ერთიც 2004 წელს, ათენის თამაშებზე.

ბრედლი უიგინსმა საერთო ჯამში 492 064 ხმა მიიღო, მეორე ადგილზე კი 372 765 ხმით შვიდჭიდში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ჯესიკა ენისი გავიდა, რომელმაც 2009 და 2010 წლებში ამ გამოკითხვაში მესამე ადგილი დაიკავა. 230 444 ხმით მესამე იყო ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული და ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მოგები ჩოგბურთელი ენდი მარი.

BBC-მ საუკეთესო უცხოელ სპორტსმენად ლონდონი 2012-ის 3-გზის ტრიუმფატორი, იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი აღიარა, წლის მწვრთნელად ველომრბოლთა გუნდის თავკაცი დეივ ბრეისლფორდი დაასახელა, 2010 წლის საუკეთესო ნაკრებად კი ბრიტანეთის ოლიმპიური გუნდი.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2012)

ka_GEGeorgian