ევროსანდრო და ქართული რეკორდი

ახალგაზრდებსა და 23-წლამდელებში მოგებულ ევროოქროს მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ (ხმალი) დღეს თურქეთის ქალაქ ანტალიაში უფროსებში მოპოვებული ოქროც დაუმატა! უფროსთა შორის აქამდე ის სამ ბრინჯაოს ფლობდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ფარიკაობის ისტორიაში სანდრო ვაჟთა შორის პირველი ევროპის ჩემპიონია!

და რაც მთავარია: მისი დღევანდელი გამარჯვება ნიშნავს, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ერთ კალენდარულ წელიწადში საქართველოს ევროპის 9 ჩემპიონი ჰყავს!

სანდრომდე კონტინენტის პირველობა მოიგეს ზურაბ იაკობიშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ლერი აბულაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ტატო გრიგალაშვილმა, ლუკა მაისურაძემ (ორივე ძიუდო), სახილ ალახვერდოვმა, არტუშ გომციანმა, გიორგი ყუშიტაშვილმა (სამივე კრივი) და ლაშა ტალახაძემ.

ბოლოს ერთი საინტერესო ფაქტიც:

სანდროს ოქრო 2022 წლის ევროჩემპიონატებზე საქართველოს 27-ე მედალია (რაც ასევე რეკორდია):

9 ოქრო!
9 ვერცხლი!
9 ბრინჯაო!

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 17 ივნისი)
ფოტო: ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian