UEFA.com: 2011 წლის სიმბოლური ნაკრები

ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ვებ-გვერდმა 2011 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც დაახლოებით 4,5 მილიონი გულშემატკვრის გამოკითხვით შეიქმნა.

შარშანდელის დარად, სიმბოლურ გუნდში ბარსელონას 8 მოთამაშეა! ჩავის, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, უეფასგან 100 ათასი ევროს ჩეკი გადაეცემა – ფეხბურთელი ამ პრიზით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დაეხმარება.

ზედიზედ მეხუთედ მოხვდა ნაკრებში იკერ კასილიასი, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ, საერთო ჯამში მეექვსედ. ამ მხრივ პორტუგალიელი რეკორდს იყოფს ბარსელონას კაპიტან კარლეს პუიოლთან ერთად.

ნახევარმცველი გარეთ ბეილი პირველი უელსელია, ვინც უეფას ნაკრებში დასახელდა. აქვე გეტყვით, რომ რეფერენდუმის დაარსებიდან (2001 წელი) სიმბოლურ გუნდში მხოლოდ 19 ქვეყნის მოთამაშე შევიდა.

წლის მწვრთნელად ფანებმა ბარსას თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა აღიარეს.

UEFA.comის 2011 წლის სიმბოლური ნაკრები
მეკარე: იკერ კასილიასი (რეალი, ესპანეთი; ესპანეთი)
მცველები: დანი ალვეში (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია), ჟერარ პიკე (ბარსელონა, ესპანეთი; ესპანეთი), ტიაგუ სილვა (მილანი, იტალია; ბრაზილია), მარსელო (რეალი, ესპანეთი; ბრაზილია)
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი; ესპანეთი), ჩავი (ბარსელონა, ესპანეთი; ესპანეთი), არიენ რობენი (ბაიერნი, გერმანია; ნიდერლანდები), გარეთ ბეილი (ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი; უელსი)
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, ესპანეთი; პორტუგალია), ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 18 იანვარი)

ka_GEGeorgian