ჭადრაკი ფილმებში: სიყვარულით რუსეთიდან

„სიყვარულით რუსეთიდან“ (1963) ბრიტანელი სუპერაგენტის ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული მეორე ფილმია. ის „ბონდიანას“ პირველი ნაწილის დოქტორ NO-ს რეჟისორს, ტერენს იანგს ეკუთვნის.

შონ კონერის ყოვლისშემძლე გმირი ამჯერად ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ იბრძვის. დაჯგუფების ლიდერებს ერნესტ სტავრო ბლოფელდს (ნომერი ერთი), როზა ქლებს (ნომერი სამი) და მოჭადრაკე კრონშტეინს (ნომერი ხუთი) დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობის გამწვავება დაუსახავთ მიზნად.

ჩეხი დიდოსტატის კრონშტეინის როლს პოლონელი ვლადისლავ რუდოლფ შეიბალი ასრულებს. ფილმში შეიბალის გმირი ვენეციის საერთაშორისო ტურნირს იგებს. ტერენს იანგმა კრონშტეინის როლზე პოლონელი მსახიობი სპეციალურად შონ კონერის რჩევით მიიწვია.

„სიყვარულით რუსეთიდან“  რა თქმა უნდა ბონდის ტრიუმფით სრულდება. გამჭრიახმა და იღბლიანმა ბრიტანელმა აგენტმა უთანასწორო ორთაბრძოლა მშვენიერი რუსი გოგონას ტატიანა რომანოვას დახმარებით მოიგო. ამ უკანასკნელის როლი კი იტალიელმა დანიელა ბიანკიმ შეასრულა.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 3 აპრილი)

ka_GEGeorgian