სეზონის რჩეულები: 2007
2006-07 წლების სეზონის დასრულების შემდეგ სპორტულმა გაზეთმა სარბიელმა ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტები გამოკითხა და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
სარბიელის რეფერენდუმში მონაწილე ჟურნალისტები XVIII ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს ცალკე ასახელებდნენ.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი
1.შოთა არველაძე (ალკმაარის აზ, ნიდერლანდები) – 301 ქულა
2.კახი კალაძე (მილანი, იტალია) – 134
3.ლევან კობიაშვილი (გელზენკირხენის შალკე 04, გერმანია) – 51
4.ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი, გერმანია) – 14
5.დავით მუჯირი (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი) – 7
6.ზურაბ ხიზანიშვილი (ბლექბერნ როვერსი, ინგლისი) – 6
7.გოგიტა გოგუა (რამენსკოეს სატურნი, რუსეთი), ლევან ცქიტიშვილი (ათენის პანიონიოსი, საბერძნეთი) – 5
8.გიორგი დემეტრაძე (დონეცკის მეტალურგი, უკრაინა) – 4
9.ილია კანდელაკი (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), დავით კვირკველია (ზაპოროჟიეს მეტალურგი, უკრაინა) – 3
10.სანდრო იაშვილი (თბილისის დინამო) – 2
11.ვასილ გიგიაძე (კრივოი როგის კრივბასი, უკრაინა), ზაალ ელიავა (რიგის სკონტო, ლატვია), ჯაბა კანკავა (დნეპროპეტროვსკის დნიპრო, უკრაინა), გიორგი ლომაია (იენის კარლ ცაისი, გერმანია) – 1
საქართველოს XVIII (2006-07წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
1.სანდრო იაშვილი (თბილისის დინამო) – 274 ქულა
2.გიორგი სეთურიძე (რუსთავის ოლიმპი) – 39
3.გრიგოლ დოლიძე (თბილისის ამერი) – 38
4.გოგა ფიფია (ზესტაფონი) – 29
5.თორნიკე აფციაური (რუსთავის ოლიმპი) – 27
6.გიორგი ონიანი (რუსთავის ოლიმპი) – 25
7.ზურაბ ქვაჩახია (თბილისის ამერი) – 21
8.დავით დიღმელაშვილი (თბილისის დინამო) – 17
9.სანდრო კობახიძე (თბილისის დინამო), დიმიტრი ტატანაშვილი (თბილისის ამერი) – 12
10.ლევან ყენია (თბილისის ლოკომოტივი) – 11
11.რატი წინამძღვრიშვილი (თბილისის ამერი) – 9
12.დავით ბოლქვაძე (თბილისის ამერი) – 8
13.გიორგი კახელიშვილი (რუსთავის ოლიმპი), გიორგი მერებაშვილი (თბილისის დინამო) – 5
14.რევაზ გოცირიძე (რუსთავის ოლიმპი) – 4
15.სულიკო დავითაშვილი (თბილისის ამერი), ზურაბ იონანიძე (ზესტაფონი) – 2
16.დენის დობროვოლსკი (თბილისის ამერი), ჟილვან ვიეირა (ზესტაფონი; ბრაზილია), ალექსანდრე კვახაძე (თბილისის ვიტ ჯორჯია), გიორგი ფეიქრიშვილი (თბილისის დინამო), შალვა ღონღაძე (ზესტაფონი) – 1
პროფესიული ფეხბურთის ლიგის რჩეულნი
2006-07 წლების ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ კვლავ გამოავლინა საუკეთესოები ამპლუების მიხედვით და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.
პროფესიული ფეხბურთის ლიგამ მეორედ დაასახელა თავის ვერსიით საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.
რჩეულები სპეციალურ მიღებაზე დააჯილდოვეს – პფლ-ის საზეიმო ღონისძიება „დია“ 2007 წლის 19 ივნისს გაიმართა.
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: შოთა არველაძე (ალკმაარის აზ, ნიდერლანდები)
ნომინირებულნი იყვნენ: ლევან კობიაშვილი (გელზენკირხენის შალკე 04, გერმანია), კახი კალაძე (მილანი, იტალია)
საქართველოს XVIII (2006-07წწ) ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: სანდრო იაშვილი (თბილისის დინამო)
ნომინირებულნი იყვნენ: გიორგი სეთურიძე და გიორგი ონიანი (ორივე რუსთავის ოლიმპი)
საუკეთესო მეკარე: ზურაბ ქვაჩახია (თბილისის ამერი)
საუკეთესო მცველი: გიორგი ონიანი (რუსთავის ოლიმპი)
საუკეთესო ნახევარმცველი: გრიგოლ დოლიძე (თბილისის ამერი)
საუკეთესო თავდამსხმელი: სანდრო იაშვილი (თბილისის დინამო)
საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი ჩიხრაძე (თბილისის ამერი)
საუკეთესო მსაჯი: ლევან ფანიაშვილი (თბილისი)
ბომბარდირი: სანდრო იაშვილი (თბილისის დინამო) – 20 გოლი
აღმოჩენა: ლევან ყენია (თბილისის ლოკომოტივი)
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 4 ივნისი)