ქართული დუბლი სერია ა-ში
იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ემპოლიმ მილანში, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ინტერთან 3:4 წააგო. სტუმართა ქართველმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ სან სიროზე 2 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პირველი ქართველია, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში დუბლი შეასრულა!
სერია ა-ში პირველი „ქართული გოლი“ მილანის შემადგენლობაში წლების წინ შეაგდო კახი კალაძემ, თუმცა ეროვნული გუნდის ექს-კაპიტანს 2 ბურთი ერთ შეხვედრაში არასდროს გაუტანია.
25 წლის მჭედლიძე 2007 წლიდან თამაშობს ემპოლიში. ამ კლუბის მაისურით მან 116 მატჩში 11 გოლი შეაგდო. 2008-10 წლებში ლევანი პალერმოში იყო განათხოვრებული, სადაც 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 1 ივნისი)