რიო 2016: 21 აგვისტო

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი რიო 2016-ის ბრინჯაოს პრიზიორია! გორელმა ფალავანმა III ადგილისთვის შეხვედრაში ბრწყინვალედ დაამარცხა ტერველ დლაგნევი და 22 წლისა ოლიმპიურ მედალს დაეუფლა!

XXXI ოლიმპიადის უკანასკნელ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოლიმპიური გუნდი 7 მედლით ხვდება: ლაშა ტალახაძის და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოქროები, ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლი, ლაშა შავდათუაშვილის, ირაკლი თურმანიძის, შმაგი ბოლქვაძის და ახლა უკვე გენო პეტრიაშვილის ბრინჯაოც!

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზი: უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, გამართლდა. ჩვენმა ოლიმპიელებმა ლონდონშიც ამდენივე მედალი მოიპოვეს, თუმცა გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ჩემპიონობით მხოლოდ ერთხელ გავიხარეთ.

20 აგვისტოს, ბოლოსწინა საშეჯიბრო დღეს, ოლიმპიადაზე 2 ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ, ორივე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში: სანდრო ამინაშვილი (86კგ) და წლევანდელი ევროპირველობის გამარჯვებული გენო პეტრიაშვილი (125კგ).

მძიმეწონოსნისგან განსხვავებით სანდრო პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა. მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-19 ნომერი, პოლონელი ზბიგნევ ბარანოვსკი გახლდათ. 2:2 და გამარჯვების მომტანი ილეთის შესრულებით, 1/4-ფინალში პოლონელი გავიდა, რომელმაც ოლიმპიადა იქვე დაასრულა – აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან უშანსოდ წაგებით.

გენომ კი შემართებით დაიწყო და ასევე შთამბეჭდავად დაასრულა, თუმცა ეგაა, რომ 1/4-ფინალში დასანანად წააგო ირანელ კომეილ ჯასემისთან და მხოლოდ დამამშვიდებელი წრიდან შეუტია ოლიმპიურ მედალს.

1/16-ფინალში მისი მეტოქე ბულგარელი დიმიტარ კუმჩევი იყო. გენომ ნაადრევად, ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა – 11:0. შემდეგ უკრაინელი ალან ზასეიევის დრო დადგა – 11:6. გენო ჯასემისაც უგებდა 3:0-ს, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით წუთით ადრე მეტოქე 4:3 დაწინაურდა. მართალია უკანასკნელი ქულა მეტოქის ხალიჩიდან გადაყვანისთვის ქართველს მიენიჭა და ანგარიში გათანაბრდა, მაგრამ ეს ბრძოლის გასაგრძელებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. 2 2-ქულიანი ილეთის წყალობით ირანელმა მოიგო.

დამამშვიდებელი წრის ნახევარფინალში ნუგზარ სხირელის კიდევ ერთმა ნიჭიერმა მოწაფემ ჯერ კანადელ კორი ჯერვისს სძლია – 9:2, ბრინჯაოს მედალი კი ამერიკელ ტერველ დლაგნევთან იოლი გამარჯვებით მოიგო – 10:0 საწყის 31 წამში და ოლიმპიური ბრინჯაო!

„დასამალი არაფერია, აქ მეც ოქროს მედლის მოსაგებად ჩამოვედი, მაგრამ არ გამოვიდა. ირანელთან წაგების გამო გული მწყდება, არ უნდა დავმარცხებულიყავი, თუმცა მეტოქემ მაჯობა და ახლა ვერაფერს შევცვლი. 3:0-ს ვიგებდი… არ უნდა დამეკარგა ასეთი უპირატესობა, მაგრამ რაც იყო, იყო. ვეცდები მომდევნო ოლიმპიადაზე გამოვასწორო შეცდომა. ბევრს ვიშრომებ მწვრთნელებთან და დამხმარე პერსონალთან ერთად. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოლიმპიადაზე ოქროს მოვიგებ“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.

ოქრო დიდებული იქნებოდა, მაგრამ არც ბრინჯაოა ურიგო. მით უმეტეს, რომ გენო 22 წლისაა. სხვათა შორის, დიდ ტურნირებზე ეს მისი მე-5 ბრინჯაოს მედალია. 2013 წელს მსოფლიოს და ევროპის მესამეადგილოსანი გახდა, შარშან კი მსოფლიო პირველობაზე და ევროპის პირველ თამაშებზე მოიგო ბრინჯაო. ერთადერთი ხმაურიანი გამარჯვება მან წლეულს, მარტის დასაწყისში იზეიმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში, როცა ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ის, რომ გენო კონტინენტური და მსოფლიო პირველობებიდან მედლის გარეშე არ ბრუნდება, უკვე ძალიან კარგია. ახლა მთავარია ჯილდოების ხარისხი გაუმჯობესდეს. მით უმეტეს, რომ პეტრიაშვილს ამის გაკეთება თავისუფლად ხელეწიფება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დღეს დაასრულებენ ოლიმპიადას. კარიოკა არენა 2-ის საჭიდაო ხალიჩაზე რევაზ მინდორაშვილის გუნდის ბოლო წევრებს ვიხილავთ: ზურაბ იაკობიშვილი (65კგ) ნიგერიელ ამას დანიელთან ჭიდილით იწყებს, ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) კი სომეხ გიორგი კეტოევთან პაექრობით. თუ მოხდა და რიო 2016-ის უკანასკნელ დღეს კიდევ ერთი მედლით გავიხარეთ, ეს ოლიმპიური გუნდის აბსოლუტური რეკორდი იქნება – საქართველოს 8 მედალი ოლიმპიადაზე არასდროს მოუგია.

რიოს ოლიმპიური დღიურების გუშინდელი, 20 აგვისტოს წერილი მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ტრიუმფს მივუძღვენი, არადა ბევრი რამ იყო სათქმელი. იმის გამო, რომ დღიურების ფორმატი სპორტის ყველა სახეობაზე დაწვრილებით წერის საშუალებას არ იძლევა, ვეცდები 19 და 20 აგვისტოს მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები გამოვარჩიო.

მხატვრულად ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავათი დავიწყებ. საკვალიფიკაციო ეტაპი მან კარგად დაიწყო – ბურთით მე-3 იყო, მაგრამ მომდევნო ვარჯიშებში ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და მისი შეფასებაც გაუარესდა. 4 ვარჯიშის შემდეგ ქართველმა ტანმოვარჯიშემ 69.115 ქულა დააგროვა, ეს კი 10 ფინალისტს შორის მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.

სალომემ სადებიუტო ოლიმპიადა 26 მონაწილეს შორის მე-14 ადგილზე დაასრულა.

19 აგვისტოს კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მსოფლიო სპორტის ლეგენდამ, ყველა დროის ერთ-ერთმა უძლიერესმა მძლეოსანმა და ახლა უკვე თამამად ვიტყვი, ნომერ პირველმა სპრინტერმა უსეინ ბოლტმა! თუმცა, ამჯერად მას თანაგუნდელებიც დაეხმარნენ: იამაიკელებმა 4X100 მეტრზე ესტაფეტა მოიგეს! საოცარი სანახავი იყო ფინიში: სამი მონაწილის შემდეგ იამაიკელებს იაპონელები წამოეწივნენ და თითქოს, ბრძოლაც გაუმართეს, მაგრამ უკანასკნელ ას მეტრზე კუნძულელებს „მომაკვდინებელი იარაღი“ – ბოლტი ჰყავდათ და მანაც ისეთი სისწრაფით ჩაიქროლა, მეტოქეებს გონს მოსვლა არ აცალა!

მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანი ოლიმპიადებს დიდებულად გამოეთხოვა – ზედიზედ 3 თამაშებზე მოგებული 100, 200 და 4X100-ზე სპრინტები! ასეთი რამ მანამდე ვერავინ შეძლო და მეეჭვება ახლო მომავალში ვინმემ გაიმეოროს. იმიტომ, რომ ზღაპრული მიღწევაა და მას მხოლოდ ლეგენდარული ჩემპიონები თუ შეუტევენ. ისეთები, იამაიკური ზღაპრიდან რომ ვიცნობთ.

მძლეოსანთა ასპარეზობა კიდევ ორმა დიდმა ჩემპიონმა დაამშვენა: ბრიტანელმა სტაიერმა მოჰამედ მო ფარამ 4 წლის წინ ლონდონში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა – 10 და 5 კილომეტრზე გარბენები მოიგო, ქალთა შორის კი ამერიკელ სპრინტერ ელისონ ფელიქსს გამოვარჩევდი. 19 და 20 აგვისტოს ამერიკის ქალთა ნაკრებმა 4X100-ზე და 4X400-ზე ესტაფეტა მოიგო, ფელიქსი კი ორივეგან გამორჩეული იყო. და შედეგად, ის უდიადეს ოლიმპიონიკებს გაუთანაბრდა – ფელიქსი პირველი სპრინტერია, რომელმაც 6 ოლიმპიური ოქრო მოიგო!

9 ოლიმპიური მედლით (ოქროების გარდა ამერიკელი 3 ვერცხლის მფლობელიცაა), ფელიქსმა ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერის მერლინ ოტის რეკორდი გაიმეორა – პირველად სწორედ ოტიმ დააგროვა სპრინტში ამდენი ოლიმპიური ჯილდო. თუმცა, მათგან ოქრო ერთიც არაა: 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო…

დღევანდელ წერილს ბრაზილიელი ფეხბურთელების ისტორიული ტრიუმფით დავასრულებ – როჟერიო მიკალეს გუნდმა პირველად მოიგო ოლიმპიადა და ქვეყნის უმდიდრეს საფეხბურთო ისტორიას ის ოქროს ფურცელი შემატა, ასე რომ აკლდა!

ვინც გერმანიასთან ფინალს უყურა, დამეთანხმება, რომ არ იყო სანახაობრივი თამაში. მასპინძლების არ იყოს, ჰორსტ ჰრუბეშის გაწვრთნილი გუნდიც პირველად ცდილობდა ოლიმპიადის მოგებას. შედეგად, მეტოქეების ზედმეტმა სიფრთხილემ თამაშის სანახაობრივი მხარე შეიწირა.

ჩემპიონი კი პენალტების სერიაში გაირკვა: ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა ნილს პეტერსენმა – 6 გოლი – მეკარეს ვერ აჯობა, ბრაზილიელთა კაპიტანმა ნეიმარმა კი, რომელმაც პირველ ტაიმში ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, ზუსტად დაარტყა.

5:4 სელესაოს სასარგებლოდ!

2 ბრინჯაოს და 3 ვერცხლის შემდეგ ჩემპიონობის დროც დადგა.

პირველად 5-ჯერ აღმართული ფიფას ოქროს თასის და 8-ჯერ მოგებული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის შემდეგ.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 21 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – www.olympic.org/rio-2016

მედალოსნები: 20 აგვისტო
ბადმინტონი
ვაჟები
1.ჩენ ლონი (ჩინეთი)
2.ლი ჩონგ ვეი (მალაიზია)
3.ვიქტორ აქსელსენი (დანია)

გოლფი
გოგონები
1.ინბიი პარკი (სამხრეთი კორეა)
2.ლიდია კო (ახალი ზელანდია)
3.შენშენ ფენი (ჩინეთი)

ველოსპორტი
გოგონები – ქროსქანთრი (29.67კმ)
1.ჯენი რისვედსი (შვედეთი) – 1:30:15სთ
2.მაია ვლოშჩოვსკა (პოლონეთი) – 1:30:52სთ
3.კატარინ პენდრელი (კანადა) – 1:31:41სთ

თავისუფალი ჭიდაობა
ვაჟები – 86კგ
1.აბდულრაშიდ საიდულაევი (რუსეთი)
2.სელიმ იაშარი (თურქეთი)
3.შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი) და ჯეიდენ კოქსი (აშშ)
*-სანდრო ამინაშვილი
1/8 – ზბიგნევ ბარანოვსკი (პოლონეთი)2:2 (მარცხი ბოლოს გაშვებული ქულის გამო)
ვაჟები – 125კგ
1.ტაჰა აკგული (თურქეთი)
2.კომეილ ჯასემი (ირანი)
3.გენო პეტრიაშვილი (საქართველო) და იბრაჰიმ საიდოვი (ბელარუსი)
*-გენო პეტრიაშვილი
კვ – დიმიტარ კუმჩევი (ბულგარეთი) – 10:0
1/8 – ალენ ზასეიევი (უკრაინა)11:6
1/4 – კომეილ ჯასემი (ირანი4:4 (მარცხი მეტქულიანი შეტევის გაშვების გამო)
რეპეშაჟი – კორი ჯერვისი (კანადა) – 9:2
III – ტერველ დლაგნევი (აშშ) – 10:0

თანამედროვე ხუთჭიდი
ვაჟები
1.ალექსანდერ ლესუნი (რუსეთი) – 1 479 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.პავლო ტიმოშჩენკო (უკრაინა) – 1 472 ქულა
3.ისმაელ ერნანდესი (მექსიკა) – 1 468 ქულა

კაიაკი და კანოე
ვაჟები – ორადგილიანი კანოე, 1 000მ
1.სებასტიან ბრენდელი და იან ვანდრეი (გერმანია) – 3:43.912წთ
2.ერლონ სილვა და ისაკიაშ კეირუშ დუშ სანტუში (ბრაზილია) – 3:44.819წთ
3.დმიტრო იანჩუკი და ტარას მიშჩუკი (უკრაინა) – 3:45.949წთ
ვაჟები – კაიაკი, 200მ
1.ლაიამ ჰითი (დიდი ბრიტანეთი) – 35.197წმ
2.მაქსიმ ბომონი (საფრანგეთი) – 35.362წმ
3.სოლ კრავიოტო (ესპანეთი) და რონალდ რაუე (გერმანია) – 35.662წმ
ვაჟები – ოთხადგილიანი კაიაკი, 1 000მ
1.მაქს რენდშმიდტი, ტომ ლიბშერი, მაქს ჰოფი, მარკუს გროსი (გერმანია) – 3:02.143წთ
2.დენის მიშაკი, ერიკ ვლჩეკი, იურაი ტარი, ტიბორ ლინკა (სლოვაკეთი) – 3:05.044წთ
3.დანიელ ჰაველი, ლუკაშ ტრეფილი, იოზეფ დოსტალი, იან შტერბა (ჩეხეთი) – 3:05.176წთ
გოგონები – ოთხადგილიანი კაიაკი, 500მ
1.გაბრიელა შაბო, დანუტა კოზაკი, ტამარა ჩიპეში, კრიშტინა ფაზეკაშ ზური (უნგრეთი) – 1:34.482წთ
2.საბრინა ჰერინგი, ფრანცისკა ვებერი, შტეფი კრიგერშტაინი, ტინა დიცე (გერმანია) – 1:35.383წთ
3.მარგარიტა მახნევა, ნაძეჟდა ლიაპეშკა, ვოლჰა ხუძენკა, მარინა ლიტვინჩუკი (ბელარუსი) – 1:36.908წთ

კალათბურთი
გოგონები
1.აშშ
(4.ლინდი უელენი, 5.სეიმონ აუგუსტუსი, 6.სუ ბერდი, 7.მაია მური, 8.ეინჯელ მაკკაუთრი, 9.ბეანა სტიუარტი, 10.ტამიკა კეჩინგსი, 11.ელენა დელე დონე, 12.დაიანა ტაურასი, 13.სილვია ფაულსი, 14.ტინა ჩარლზი, 15.ბრიტნი გინერი; მწვრთნელი: ჯინო ორიემა)
2.ესპანეთი (2.ლეტიცია რომერო, 4.ლაურა ნიკოლსი, 6.სილვია დომინგესი, 7.ალბა ტორენსი, 9.ლაია პალაუ, 10.მარტა ხარგაი, 11.ლეონორ როდრიგესი, 13.ლუსილა პასკუა, 15.ანა კრუსი, 19.ლაურა კუევედო, 24.ლაურა ხილი, 45.ასტუ ნდური; მწვრთნელი: ლუკას მონდელო)
3.სერბეთი (4.ტამარა რადოჩაი, 5.სონია პეტროვიჩი, 6.საშა ჩადო, 7.საშა კრნიჩი, 8.ნევენა იოვანოვიჩი, 9.ელენა მილოვანოვიჩი, 10.დაიანა ბუტულია, 11.ალექსანდრა ცრვენდაკიჩი, 12.დრაგანა სტანკოვიჩი, 13.მილიცა დაბოვიჩი, 14.ანა დაბოვიჩი, 15.დენიელე პეიჯი; მწვრთნელი: მარინა მალიკოვიჩი)

კრივი
ვაჟები – 56კგ
1.რობეისი რამირესი (კრივი)
2.შაკურ სტივენსონი (აშშ)
3.ვლადიმირ ნიკიტინი (რუსეთი) და მუროჯონ ახმადალიევი (უზბეკეთი)
ვაჟები – 75კგ
1.არლენ ლოპესი (კუბა)
2.ბეკტემირ მელიკუზიევი (უზბეკეთი)
3.კამრან შახსურვალი (აზერბაიჯანი) და მისაელ როდრიგესი (მექსიკა)
გოგონები – 51კგ
1.ნიკოლა ადამსი (დიდი ბრიტანეთი)
2.სარა ურამუნე (საფრანგეთი)
3.რენ ჩენჩენი (ჩინეთი) და ინგრიტ ვალენსია (კოლუმბია)

მძლეოსნობა
ვაჟები – 1 500მ
1.მეტიუ ცენტროვიცი (აშშ) – 3:50.00წთ
2.ტაუფიკ მახლუფი (ალჟირი) – 3:50.11წთ
3.ნიკ უილისი (ახალი ზელანდია) – 3:50.24წთ
ვაჟები – 5 000მ
1.მო ფარა (დიდი ბრიტანეთი) – 13:03.30წთ
2.პოლ კიპკემოი ჩელიმო (აშშ) – 13:03.90წთ
3.ჰაგოს გებრჰივეტი (ეთიოპია) – 13:04.35წთ
ვაჟები – 4X400მ
1.აშშ (არმან ჰოლი, ჯილ რობერტსი, ლაშონ მერიოტი, კაილ კლემონსი, ტონი მაკქუეი, დევიდ ვერბურგი) – 2:57.30წთ
2.იამაიკა (პიტერ მეტიუზი, ნეთონ ალენი, ფიცროი დანკლი, ჯევონ ფრენსისი, რაშინ მაკდონალდი) – 2:58.16წთ
3.ბაჰამის კუნძულები (ალონსო რასელი, სტივენ გარდინერი, კრის ბრაუნი, მაიკლ მეტიუ, დემეტრიუს პინდერი, სტივენ ნიუბოლდი) – 2:58.49წთ
ვაჟები – შუბის ტყორცნა
1.თომას როლერი (გერმანია) – 90.30მ
2.იულიუს ეგო (კენია) – 88.24მ
3.კეშომ უოლკოტი (ტრინიდადი და ტობაგო) – 85.38მ
გოგონები – 800მ
1.კასტერ სემენია (სამხრეთი აფრიკა) – 1:55.28წთ
2.ფრანსინ ნიუიონსაბა (ბურუნდი) – 1:56.49წთ
3.მარგარეტ ვამბუი (კენია) – 1:56.89წთ
გოგონები – 4X400მ
1.აშშ (კორტნი ოკოლო, ნატაშა ჰასტინგსი, ფილის ფრენსისი, ელისონ ფელიქსი, ტეილორ ელის-უოტსონი, ფრანსენა მაკკორორი) – 3:19.06წთ
2.იამაიკა (სტეფენი ენ მაკფერსონი, ალეიშა მაკლაფლინ-უილბი, შერიკა ჯეკსონი, ნოვლინ უილიამს-მილსი, ქრისტინ დეი, ქრისენ გორდონი) – 3:20.34წთ
3.დიდი ბრიტანეთი (ეილიდ დოილი, ანიკა ონუორა, ემილი დაიმონდი, ქრისტინ ოჰურუგუ, კელი მეისი) – 3:25.88წთ
გოგონები – სიმაღლეზე ხტომა
1.რუთ ბეიტია (ესპანეთი) – 1.97მ
2.მირელა დემირევა (ბულგარეთი) – 1.97მ
3.ბლანკა ვლაშიჩი (ხორვატია) – 1.97მ
*-ვალენტინა ლიაშენკო
1.80მ საკვალიფიკაციოში
1.85მ-ს ვეღარ გადაევლო და ტურნირს გამოეთიშა

მხატვრული ტანვარჯიში
მრავალჭიდი
1.მარგარიტა მამუნი (რუსეთი) – 76.483 ქულა
2.იანა კუდრიავცევა (რუსეთი) – 75.608 ქულა
3.ჯანა რიზატდინოვა (უკრაინა) – 73.583 ქულა
*-სალომე ფაჟავა – მე-14 ადგილი
69.115 ქულა საკვალიფიკაციოში, 10 ფინალისტს შორის ვერ მოხვდა

ტაეკვონდო
ვაჟები – +80კგ
1.რადიკ ისაიევი (აზერბაიჯანი)
2.აბდულ ისუფუ (ნიგერი)
3.მაიკონ სეკუეირა (ბრაზილია) და ჩა დონ-მინი (სამხრეთი კორეა)
გოგონები – +67კგ
1.ჯენ შუინი (ჩინეთი)
2.მარია ესპინოზა (მექსიკა)
3.ბიანკა უოლდკენი (დიდი ბრიტანეთი) და ჯეკი გელოუეი (აშშ)

ტრიათლონი
გოგონები
1.გვენ იორგენსენი (შვედეთი) – 1:56.16სთ
2.ნიკოლა სპირიგ ჰუგი (შვეიცარია) – 1:56:56სთ
3.ვიკი ჰოლანდი (დიდი ბრიტანეთი) – 1:57.01სთ

ფეხბურთი
ვაჟები
1.ბრაზილია
მეკარეები – 1.ვევერტონი, 18.უილსონი
მცველები – 2.ზეკა, 3.როდრიგო კაიო, 4.მარკინიოსი, 6.დუგლას სანტუში, 13.უილიამი, 14.ლუან გარსია
ნახევარმცველები – 5.რენატო აუგუშტო, 8.რაფინია, 12.უოლესი, 15.როდრიგო დურადო, 16.ტიაგუ მაია
თავდამსხმელები – 7.ლუან ვიეირა, 9.გაბრიელ ბარბოსა, 10.ნეიმარი (კაპ), 11.გაბრიელ ჟესუსი, 17.ფელიპე ანდერსონი
მწვრთნელი: როჟერიუ მიკალე
2.გერმანია
მეკარეები – 1.ტიმო ჰორნი, 22.ერიკ ოელშლაგელი
მცველები – 3.ლუკას კლოსტერმანი, 4.მათიას გინტერი, 5.ნიკლას ზულე, 13.ფილიპ მაქსი, 14.რობერტ ბაუერი
ნახევარმცველები – 2.ჯერემი ტოლიანი, 6.სვენ ბენდერი, 7.მაქს მეიერი (კაპ), 8.ლარს ბენდერი, 10.ლეონ გორეცკა (კაპ), 11.ჯულიან ბრანდტი, 15.მაქს ქრისტიანსენი, 16.გრიშა პრომელი, 17.სერჟ გნაბრი
თავდამსხმელები – 9.დევი ზელკე, 18.ნილს პეტერსენი
მწვრთნელი: ჰორსტ ჰრუბეში
3.ნიგერია
მეკარეები – 1.დანიელ აკპეი, 18.ემანუელ დანიელი
მცველები – 2.სეთ სინსერე, 3.კინგსლი მადუ, 4.შეჰუ აბდულაჰი, 5.სეთერდი ერიმუა, 6.უილიამ ტროოსტ-ეკონგი, 15.ნდიფრეკე უდო, 16.სტენლი ამუზი
ნახევარმცველები – 8.პეტერ ეტებო, 10.ჯონ ობი მიკელი, 12.სალიუ პოპოოლა, 14.აზუბუიკე ოკეჩუკვუ, 17.მოჰამედ უსმანი
თავდამსხმელები – 7.ამინუ უმარი, 9.იმო ეზეკიელი (კაპ), 11.ჯუნიორ აჯაი, 13.უმარ სადიკი
მწვრთნელი: სამსონ სიასია

ფრენბურთი
გოგონები
1.ჩინეთი (1.იუიან შინუე, 2.ჟუ ტინი, 3.იუან ფანშუ, 7.გონ შიანუი, 7.ვეი კიუე, 9.ჟან ჩანნინი, 10.ლუ შიაოტონი, 11.შუ იუნლი, 12.უი რუოქი, 15.ლინ ლი, 16.დინ შია, 17.იან ნი; მწვრთნელი: ლან პინი)
2.სერბეთი (1.ბიანკა ბუშა, 2.იოვანა ბრაკოჩევიჩი, 4.ბოიანა ჟივკოვიჩი, 6.ტიჟანა მალეშევიჩი, 9.ბრანკიცა მიჰაილოვიჩი, 10.მაია ოგნიენოვიჩი, 11.სტეფანა ველიკოვიჩი, 12.იელენა ნიკოლიჩი, 15.იოვანა სტეფანოვიჩი, 16.მილენა რაშიჩი, 17.სილვია პოპოვიჩი, 19.ტიჟანა ბოშკოვიჩი; მწვრთნელი: ზორან ტერზიჩი)
3.აშშ (1.აიშა გლესი, 2.კაილა ბენუორსი, 3.კორტნი თომპსონი, 5.რეიჩელ ადამსი, 6.კარლი ლოიდი, 10.ჯორდან ლარსონი, 12.კელი მერფი, 13.ქრისტა ჰარმოტო, 15.კიმბერლი ჰილი, 16.ფოლუკე აკინრადევო, 23.კელსი რობინსონი, 25.კარსტა ლოუი; მწვრთნელი: კერჩ კირალი)

წყალბურთი
ვაჟები
1.სერბეთი (გოიკო პიეტლოვიჩი, დუშან მანდიჩი, ჟივკო გოჩიჩი, სავა რანძელოვიჩი, მილოშ ჩუკი, დუშკო პიეტლოვიჩი, სლობოდან ნიკიჩი, მილან ალექსიჩი, ნიკოლა ალეკშიჩი, ფილიპ ფილიპოვიჩი, ანდრია პრლაინოვიჩი, სტეფან მიტროვიჩი, ბრანისლავ მიტროვიჩი; მწვრთნელი: დეიან სავიჩი)
2.ხორვატია (იოსიპ პავიჩი, დამირ ბურიჩი, ანტონიო პეტკოვიჩი, ლუკა ლონჩარი, მარო იოკოვიჩი, ლუკა ბუკიჩი, მარკო მაკანი, ანდრო ბუშლიე, სანდრო სუკნო, ივან კრაპიჩი, ანჯელო სეტკა, ხავიერ გარსია, მარკო ბიიაცი; მწვრთნელი: ივიცა ტუჩაკი)
3.იტალია (სტეფანო ტემპესტი, ფრანჩესკო დი ფულვიო, ნიკოლო ჯიტო, პიეტრო ფილიოლი, ალესანდრო ველოტო, მიქაელ ბოდეგასი, ანდრეა ფონდელი, ვალენტინო გალო, კრისტიან პრეშიუტი, ნიკოლას პრეშიუტი, მატეო აიკარდი, ალესანდრო ნორა, მარკო დელ ლუნგო; მწვრთნელი: ალესანდრო კამპანია)

წყალში ხტომა
ვაჟები – კოშკი (10მ)
1.ჩენ აისენი (ჩინეთი) – 585.30 ქულა
2.ხერმან სანჩესი (მექსიკა) – 532.70 ქულა
3.დევიდ ბუდია (აშშ) – 525.25 ქულა

ხელბურთი
გოგონები
1.რუსეთი (1.ანა სედოიკინა, 2.პოლინა კუზნეცოვა, 7.დარია დმიტრიევა, 8.ანა სენი, 10.ოლგა აკოპიანი, 13.ანა ვიახირევა, 15.მარინა სუდაკოვა, 17.ვლადლენა ბობროვნიკოვა, 21.ვიკტორია ჟილინსკაიტე, 22.ეკატერინა მარენიკოვა, 24.ირინა ბლიჟნოვა, 33.ეკატერინა ილინა, 77.მაია პეტროვა, 84.ტატიანა იეროხინა, 88.ვიქტორია კალინინა; მწვრთნელი: ევგენი ტრეფილოვი)
2.საფრანგეთი (1.ლაურა გლოსერი, 3.ბლანდინ დანკეტი, 5.კამილ აილონი, 7.ალისონ პინო, 8.ლაურისა ლანდრე, 10.გრეის ზაადი, 12.ამანდინ ლეინო, 13.მანონ უეტი, 17.სირაბა დემბელე, 18.ქლოე ბულო, 24.ბეატრის ედვიგე, 27.ესტელ ნზე მინკო, 29.გნონსეინ ნიომბლა, 64.ალექსანდრა ლაკრაბერი ; მწვრთნელი: ოლივიე კრუმბოლცი)
3.ნორვეგია (1.კარი აალვიკ გრიმსბიო, 2.მარი მოლიდი, 3.ემილი ჰეგ არნცენი, 4.ვერონიკა კრისტიანსენი, 5.იდა ალსტადი, 6.ჰეიდი ლიოკე, 9.ნორა მიორკი, 10.სტინე ბრედალ ოფტედალი, 14.მარიტ მალმ ფრაფიორდი, 16.კატრინე ლუნდე, 18.ლინ-კრისტინ რიეგელჰუტ კორენი, 22.ამანდა კურტოვიჩი, 23.კამილა ჰერემი, 24.სანა სოლბერგი; მწვრთნელი: თორირ ჰერგეირსონი)

ka_GEGeorgian