ფინალის წინ: ინგლისი დაისაჯა

რაგბის მსოფლიო თასის ნახევარფინალში ახალ ზელანდიასთან მსაჯის მითითების შეუსრულებლობის გამო ინგლისის სარაგბო კავშირს 2 ათასი გირვანქაის გადახდა დაეკისრა.

მსოფლიო თასის 1/2-ფინალის წინ ოლ ბლექსმა ტრადიციული წინასამატჩო რიტუალი ჰაკა შეასრულა, ინგლისელი მორაგბეები კი, ხაზზე დგომის ნაცვლად სხვანაირად განლაგდნენ. მსაჯმა ნაიჯელ ოუენსმა რამდენჯერმე მიუთითა მათ რომ შუა ხაზი არ გადაეკვეთათ, მაგრამ მოთამაშეები არ დაემორჩილნენ.

„რატომ უნდა ვუყუროთ მათ ხაზზე მდგომებმა? ჩვენ ისე მოვიქეცით, როგორც საჭიროდ ჩავთვალეთ. მეტოქე უნდა მიმხვდარიყო, რომ მათი საქციელი ღიმილისმომგვრელი იყო“, – განაცხადა ინგლისელთა კაპიტანმა ოუენ ფარელმა, რომელიც ზელანდიელთა ჰაკას ღიმილით უცქერდა.

2011 წლის მსოფლიო თასის ფინალის წინ დაახლოებით იგივე მოიმოქმედა საფრანგეთის ნაკრებმა. ისინიც დაისაჯნენ – 2 500 გირვანქით.

ინგლისმა ახალ ზელანდიასთან პაექრობა 19:7 მოიგო და 2007 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ფინალში. მეტოქე სამხრეთი აფრიკაა, რომელმაც თავის მხრივ უელსს სძლია.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი დღემდე ერთადერთი ევროპული გუნდია, რომელსაც რაგბის მთავარი ჯილდო – უებ ელისის თასი მოუგია.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 30 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian