13 მედალი საქართველოს
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ბაქოდან 13 მედლით დაბრუნდა.
ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი 21-27 ივლისს მასპინძლობდა, სადაც 10 სახეობაში (ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეონობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი) 49 ქვეყნის 3 600-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის საქართველოდან იასპარეზა 36 სპორტსმენმა.
ახალგაზრდა ქართველმა ათლეტებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 2 სახეობაში 13 მედალი მოიპოვეს – ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 21-ე ადგილი დაიკავეს.
ოქრო: ნიკა ბაჩიაშვილი (50კგ, ძიუდო)
ვერცხლი: ნიკოლოზ სანთელაძე (45კგ, თავისუფალი ჭიდაობა), რომეო ბერიძე (55კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლუკა გუგეშაშვილი (48კგ, თავისუფალი ჭიდაობა), ხვიჩა აბულაძე (48კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), აკაკი ჯაფარიძე (81კგ, ძიუდო)
ბრინჯაო: დავით აბდალაძე (60კგ,თავისუფალი ჭიდაობა), ნიკა ბროლაძე (60კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), დავით ფაცინაშვილი (65კგ, თავისუფალი ჭიდაობა), ნუკრი ბენიძე (51კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გვანცა სომხიშვილი (+70 გ, ძიუდო), თორნიკე ფოლადიშვილი (90კგ, ძიუდო), გიგა ტატიაშვილი (+90კგ, ძიუდო)
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 29 ივლისი)