ვატიკანის ოლიმპიური კომიტეტი?
ვატიკანის წარმომადგენლის განცხადებით, ვატიკანის მონაწილეობა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ქვეყნების აღლუმში რეალურია.
ქალაქი-სახელმწიფოს სპორტის მინისტრის მონსინიორ მელჩორ სანჩეს დე ტოკას თქმით: „საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (სოკ) ჩვენი ურთიერთობები ბრწყინვალეა. ვატიკანის ოლიმპიური კომიტეტის შექმნით გვინდა, რომ ეს ურთიერთობები უფრო გამყარდეს. პროფესიული სპორტი ინდუსტრიად, უდიდეს ბაზრად გარდაიქმნა. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ხალხს მეტად იზიდავს სპორტი. ეს კი ნიშნავს, რომ სპორტს აქვს რაღაც სულშიჩამწვდომი. ეკლესიას სპორტის ღირებულებებში ცვლილებების შეტანა შეუძლია და ჩვენს სწორედ ეს მიზანი გვამოძრავებს“.
კითხვაზე, ვატიკანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნას უნდა ველოდოთ თუ არა ახლო თუ შორეულ მომავალში, დე ტოკა პასუხობს: „ასე ვიტყოდი, სადღაც შუალედში უნდა ველოდოთ. დავიწყეთ მძლეოსნობით. მონაკოში ვეწვიეთ მსოფლიო მძლეოსნობის შტაბ–ბინას და ჩვენი ფედერაციის გაწევრიანებაზე ვიმსჯელეთ. თუ საერთაშორისო ფედერაციისგან აღიარებას მივიღებთ, სხვა შემთხვევებში საქმე გაგვიიოლდება. როდესაც სპორტის 5 სახეობა შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებში გაწევრიანდება, მაშინ შეგვეძლება ვიფიქროთ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წესდებაზე, მის ჩამოყალილებაზე და ერთ დღესაც ოლიმპიურ თამაშებზეც გამოვალთ“.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 26 დეკემბერი)