ფილ ჯეკსონი: გული მკვდარია!

„თუკი არსებობს ისეთი სიტყვები, რომელსაც ასეთ დროს ადამიანის ნუგეშისცემა შეუძლია, მათ ვანესას და კობის შვილებს ვუძღვნი. ძნელია ამის თქმა, მაგრამ მე ასეთ სიტყვებს ახლა ვერ ვპოულობ… საშინელი ტრაგედიაა და ჩემი გული მკვდარია. კობი ჩემთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მოთამაშე და მეგობარი“.

ასე გამოეხმაურა ლეგენდარული მწვრთნელი ფილ ჯეკსონი გუშინდელ ტრაგედიას, რომელსაც 9 ადამიანი შეეწირა, მათ შორის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი, 41 წლის კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი, 13 წლის ჯანა მარია ონორე.

ფილ ჯეკსონმა NBA-ის ჩემპიონის 11 ბეჭედი მოიგო, მათ შორის 5 კობი ბრაიანტთან ერთად ლოს ანჯელეს ლეიკერსში მოღვაწეობის დროს.

რეგულარული სეზონის ყველა წუხანდელი თამაში კობის პატივისცემის ნიშნად წუთიერი დუმილით დაიწყო.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)

ka_GEGeorgian