წლის რჩეულები

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი I ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დასახელდა.

1990 წლის პირველობა გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ჩატარდა და ამიტომ, საუკეთესო წლის მიწურულს გამოვლინდა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით პრიზი თემურ ქეცბაიას ერგო.

1991 წელს მხოლოდ საგაზაფხულო ჩემპიონატი ჩატარდა, რადგან ეროვნული პირველობა შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადავიდა. შესაბამისად, 1991 წლის საუკეთესო მოთამაშედ არავინ დაუსახელებიათ, 1991-92 წლების III ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გამოცემამ, გაზეთმა ქართულმა ფეხბურთმა საუკეთესოდ მიხეილ ჯიშკარიანი აღიარა.

1992-93 წლების სეზონიდან საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს გაზეთი სარბიელი ავლენდა ჟურნალისტების გამოკითხვის საფუძველზე.

სარბიელის რეფერენდუმი 2007-08 წლების სეზონის შემდეგ გაზეთის დახურვის გამო შეწყდა და მხოლოდ 2017-18 წლების სეზონში აღდგა, როცა სარბიელი ინტერნეტ-გამოცემის სახით დაბრუნდა.

2006-09 წლებში საუკეთესოს საქართველოს პროფესიული ლიგაც ასახელებდა, მაგრამ 2009 წლის მიწურულს ლიგა დაიშალა და შესაბამისად, პფლ-ის საზეიმო დაჯილდოება დია წარსულს ჩაბარდა.

2010 და 2011 წლებში ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი არავის დაუსახელებია.

2012 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეს და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს წლის მიწურულს ასახელებს.

 

2019 ჯაბა კანკავა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია) და გიორგი ჩაკვეტაძე (სარბიელი)

2018 გიორგი ჩაკვეტაძე (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია) და საბა კვირკველია (სარბიელი)

2017 საბა კვირკველია (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია)

2016 თორნიკე ოქრიაშვილი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია)

2015 ჯაბა კანკავა (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია)

2014 საბა კვირკველია (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია)

2013 გურამ კაშია (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია)

2012 გურამ კაშია (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია)

2011 არ გამოვლენილა
2010 არ გამოვლენილა

2009 ლევან კობიაშვილი (პროფესიული ფეხბურთის ლიგა)

2008 ალექსანდრე იაშვილი (სარბიელი) და კახი კალაძე (პროფესიული ფეხბურთის ლიგა)

2007 შოთა არველაძე (სარბიელი და პროფესიული ფეხბურთის ლიგა)

2006 კახი კალაძე (სარბიელი) და შოთა არველაძე (პროფესიული ფეხბურთის ლიგა)

2005 ლევან კობიაშვილი (სარბიელი)

2004 ალექსანდრე იაშვილი (სარბიელი)

2003 კახი კალაძე (სარბიელი)

2002 კახი კალაძე (სარბიელი)

2001 კახი კალაძე (სარბიელი)

2000 ლევან კობიაშვილი (სარბიელი)

1999 ზაზა ჯანაშია (სარბიელი)

1998 შოთა არველაძე (სარბიელი)

1997 თემურ ქეცბაია (სარბიელი)

1996 გიორგი ქინქლაძე (სარბიელი)

1995 აკაკი დევაძე (სარბიელი)

1994 შოთა არველაძე (სარბიელი)

1993 გიორგი ქინქლაძე (სარბიელი)

1992 მიხეილ ჯიკარიანი (ქართული ფეხბურთი)

1991 არ გამოვლენილა

1990 თემურ ქეცბაია (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 24 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია