პიკე დიადებს შეუერთდა

ბეტისთან 5:2 მოგებულ შეხვედრაში ჟერარ პიკემ შეუცვლელად ითამაშა და გახდა მე-8, რომელმაც ბარსელონის მაისურით მე-500 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

313 მატჩი პრიმერადივიზიონში, 59 თასის გათამაშებაში, 109 ევროთასებზე და 19 სხვა ოფიციალურ შეჯიბრებებში – ასეთია პიკეს 500 მატჩი ტურნირების მიხედვით.

32 წლის ცენტრალური მცველი ბარსელონაში 2008 წლის ზაფხულში, მანჩესტერ იუნაიტედში მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ გადავიდა და მას შემდეგ ძირითადის წევრია. კატალონიურ გიგანტთან ერთად განვლილ 11 სეზონში მცველმა 29 ტიტული მოიგო: 8-ჯერ გახდა ლა ლიგის ჩემპიონი, 6-ჯერ ესპანეთის თასი და სუპერთასი შემართა, 2009, 2011 და 2015 წლებში კი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო მოიპოვა.

ბარსელონის მაისურით მასზე ხშირად მხოლოდ ჩავის (767), ლეო მესის (687), ანდრეს ინიესტას (674), კარლეს პუიოლს (594), მიგელის (549), სერხიო ბუსკეტსს (537) და ვიქტორ ვალდესს (535) უთამაშიათ.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 26 აგვისტო)

ka_GEGeorgian