ალენ აივერსონი: კობი, მეგობარო, შენ ყოველთვის ნაღდი იყავი!
ფილადერფია 76-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩის 11-გზის მონაწილე და 2-გზის MVP, NBA-ის 2001 წლის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ აღიარებული ალენ აივერსონი ტრაგიკულად გარდაცვლილ კობი ბრაიანტს ემოციური წერილით დაემშვიდობა:
„მეგობარო, რასაც ახლა განვიცდი და ვგრძნობ, ორი მძიმე სიტყვით თუ გამოვთქვამ: განადგურებული და გულგატეხილი ვარ!
გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ჩვენი მეტოქეობა, მაგრამ ცოტამ თუ იცის იმ ურთიერთობის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ ლიგაში მოხვედრამდე კარგა ხნით ადრე გვაკავშირებდა – ეს ხომ უღალატო მეგობრობა იყო!
სადებიუტო სეზონის იმ დღეს გავიხსენებ, პირველად რომ ჩამოვედი ლოს ანჯელესში, ლეიკერსთან სათამაშოდ. შენ სასტუმროში მომაკითხე, რესტორანში ვივახშმეთ და დამშვიდობებისას მკითხე, თუ რას ვაპირებდი საღამოს.
გიპასუხე: ალბათ კლუბში წავალ. და შენ?
მეც კლუბში, ოღონდ სავარჯიშოდ – ასეთი იყო შენი პასუხი.
კობი, ძმაო, შენ ყოველთვის ნაღდი იყავი, გულით გიყვარდა თამაში და ბოლომდე იხარჯებოდი. „მამბას ხასიათიც“ ხომ ზუსტად ეგ იყო!
მას შემდეგ რაც შენი და ჯიჯის ტრაგედიის შესახებ შევიტყვე, ძალიან ცუდად ვარ. ახლა მეც მამა ვარ, მაგრამ არ მინდა თუნდაც ერთი წამით ვიფიქრო იმაზე, თუ რას გრძნობენ ვანესა, ბავშვები, ჩვენი მეგობრების ოჯახები…
ჩვენ ახლა ძალიან ცუდად ვართ.
მაგრამ ვიცი, რომ დრო გავა და როგორღაც გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს. და ამას მხოლოდ შენი დახმარებით შევძლებთ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ შენ ასე ისურვებდი“.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 28 იანვარი)