სკანდინავიური სიურპრიზი ქალებს

2021 წლიდან ქალ ველომრბოლთა კალენდარში ახალი სუპერტური გაჩნდება – „ჩრდილოეთის ბრძოლა“. 10-ეტაპიანი შეჯიბრი აგვისტოს შუა რიცხვებში მოეწყობა დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში.

სადღეისოდ ქალები ერთადერთ გრან-ტურში ეჯიბრებიან ერთმანეთს – ჯირო როსა იტალიაში იმართება ივლისში და 10 ეტაპს მოიცავს. 1984-89 წლებში ქალთა შორის ტურ დე ფრანსიც ტარდებოდა, თუმცა პოპულარობა ვერ მოიპოვა და მალევე გაუქმდა.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით „ჩრდილოეთის ბრძოლა“ დამატებითი მოტივაცია იქნება სუსტი სქესის წარმომადგენელთათვის. ახალი ველორბოლა ნორვეგიის ტურის და შვედეთში პოპულარული საგზატკეცილო ჩემპიონატების ადგილს დაიკავებს.

„ძალიან მიხარია, რომ ველოსპორტის მოყვარულებს მსგავს ტურში ასპარეზობის შანსი გვექნება. ყველა ამბობს, რომ სპორტის ეს სახეობა, დიდი ფიზიკური დატვირთვის გამო, ქალთათვის არაა, მაგრამ დავამტკიცებთ, რომ ქალებსაც შეგვიძლია დიდ გამოწვევებთან გამკლავება“, – განაცხადა მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონმა მარიანე ვოსმა, რომელმაც ნორვეგიის ბოლო 2 ტური მოიგო.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 15 მაისი)

ka_GEGeorgian