საიუბილეოდ: თეთრი ბრაზილია

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია მოახლოებული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატისთვის ნაკრებს ახალ, თეთრ ფორმას უმზადებს. Nike-ის ახალი პროდუქტი კოპა ამერიკაზე პირველი გამარჯვების საუკუნოვან იუბილეს ეძღვნება.

სელესაომ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი პირველად 1919 წელს მოიგო, როცა ფინალში პირველი ორი ტურნირის გამარჯვებულ ურუგვაის დამატებით დროში გატანილი გოლით სძლია – 1:0. საერთო ჯამში ბრაზილიის აქტივში 8 ტიტულია. მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებმა ბოლოს 2007 წელს აღმართეს ეს თასი.

ბრაზილიის ნაკრების ძირითადი ფორმა ყვითელ-ლურჯია, სათადარიგო კი თეთრი იყო. 1950 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ბრაზილია თეთრი მაისურებით დამარცხდა ურუგვაისთან და მას შემდეგ სელესაოს მეორე ფორმა ლურჯია.

კოპა ამერიკა ბრაზილიაში 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ბრაზილია A ჯგუფშია ბოლივიის, ვენესუელის და პერუს ნაკრებ გუნდებთან ერთად.

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე სტუმრის სტატუსით ითმაშებენ ყატარის და იაპონიის გუნდები.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 მარტი)

ka_GEGeorgian