ჩემპიონმა კარიერა დაასრულა

ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონმა, 22 წლის მოცურავე რუტა მეილუტიტემ განაცხადა, რომ სპორტულ კარიერას ასრულებს.

ანტისადოპინგო სააგენტომ ლიეტუველი სპორტსმენი განვლილი 13 თვის განმავლობაში 3-ჯერ დაიბარა ტესტირებაზე, თუმცა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ერთი შემოწმებაც არ გაიარა, ახლა კი დიდი სპორტიდან წასვლაზე განაცხადა.

„ცურვამ უდიდესი სიხარული მომანიჭა და მსოფლიოს დიდი ნაწილის ნახვის საშუალება მომცა. სპორტში დაუვიწყარი დღეები გავატარე, მაგრამ მივხვდი, რომ წასვლის დროა. ვეცდები განათლება მივიღო და სხვა სფეროში მივაღწიო წარმატებას“, – განაცხადა მეილუტიტემ.

2012 წელს, ლონდონში, მან ბრასით 100 მეტრზე ცურვაში გაიმარჯვა. რუტა მეილუტიტე მაშინ 15 წლის გახლდათ. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბალტიისპირელმა სპორტსმენმა საერთო ჯამში 17 მედალი მოიგო, მათ შორის 11 ოქრო.

2013 წელს, მოსკოვში გამართულ მსოფლიო თასზე, მოკლე აუზში 100 მეტრზე ბრასით მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 1:02.36 წუთი.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 23 მაისი)

ka_GEGeorgian