პარიზი 2024: ჭადრაკს არ გაუმართლა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სპორტულ პროგრამაში ჭადრაკის შეტანის მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

პარიზი 2024-ის ორგანიზატორებმა არჩევანი ბრეიკდანსზე, სერფინგზე, მეკლდეურობასა და სკეიტბორდინგზე შეაჩერეს. ოლიმპიურ პროგრამაში სპორტის ამ სახეობის ჩართვის თხოვნით ფრანგები საერთაშორისო ოლიმპიურ  კომიტეტს უახლოეს ხანებში მიმართავენ.

ოლიმპიადა 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის უარის შემდეგ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ – FIDE – სტრატეგია შეცვალა და ამჯერად სახეობის კონტინენტალურ და ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ჩართვის წინადადებით გამოდის

ჭადრაკის სრული აღიარებისთვის ბრძოლას კვლავ ვაგრძელებთ. მნიშვნელოვანია, რომ სპორტის ეს სახეობა ახალგაზრდულ და კონტინენტურ თამაშებში ჩავრთოთ“, – ნათქვამია FIDE-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჭადრაკი აზიის და აფრიკის თამაშების სპორტულ პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 11 მარტი)

ka_GEGeorgian