მაიკლ ჯორდანი თუ ლებრონ ჯეიმსი? სკოტი პიპენის არჩევანი

90-იანი წლების ბრწყინვალე ჩიკაგო ბულზის ერთ-ერთი ლიდერი სკოტი პიპენი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში კიდევ ერთხელ შეეხო NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა თემას.

ვეტერანი კალათბურთელის თქმით, ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლიდერის ლებრონ ჯეიმსის მაიკლ ჯორდანთან შედარება უადგილოა, რადგან ჯეიმსი არათუ ჯორდანს, კობი ბრაიანტსაც ჩამოუვარდება. და ამ შემთხვევაში საჩემპიონო ბეჭდები არაფერ შუაშია.

„სათამაშო ინსტინქტით, გადამწყვეტ მომენტებში პასუხისმგებლობის აღების უნარით და ზოგადად, მატჩის მსვლელობაზე ზეგავლენით ჯეიმსი ახლოსაც ვერ დგას ჯორდანთან. ის არათუ მაიკლს, კობი ბრაიანტსაც ჩამოუვარდება“, – განაცხადა პიპენმა და დასძინა – „ჯეიმსი შესანიშნავია, თუმცა იმ შედეგებს, რასაც მიაღწია, მხოლოდ შრომის შედეგად. ჯორდანი კი ტალანტი იყო, წარმოუდგენლად ნიჭიერი“.

სკოტი პიპენი დრაფტსაც შეეხო. მისი თქმით ზაიონ უილიამსონი (დიუკის უნივერსიტეტი) ახალ სეზონში ლიგის აღმოჩენა გახდება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 15 თებერვალი)

ka_GEGeorgian