საქართველო 3:0 გიბრალტარი: ჩივაძე, ქეცბაია და… ვაისი!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ვლადიმირ ვაისი მე-3 მწვრთნელია, რომელმაც ამ თანამდებობაზე მე-13 გამარჯვება იზეიმა.

გიბრალტართან დღევანდელი ტრიუმფი მის „ქართულ“ კარიერაში 33-ე თამაში და მე-13 გამარჯვება იყო, რაც ალექსანდრე ჩივაძის და თემურ ქეცბაიას შედეგის გაიმეორებაა. მათზე მეტი შეხვედრა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე არავის მოუგია.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სლოვაკ სპეციალისტს 13 მატჩის მოსაგებად 33 შეხვედრა ეყო, მაშინ როცა ალექსანდრე ჩივაძემ იგივე შედეგს 35 თამაშში მიაღწია, ქეცბაიამ კი სულაც 40-ში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვაისის საქართველომ 9 თამაში ფრედ დაასრულა და 11 დათმო.

ხოლო ის, რომ სლოვაკი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნებმა“ მე-6 მატჩი მოიგეს 3 და მეტი ბურთის სხვაობით და ეს ნაკრების მწვრთნელთა რეკორდია, უკვე გაცნობეთ.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 ივნისი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian