მინსკი 2019: ნინო სალუქვაძის და ცოტნე მაჭავარიანის ბრინჯაო

ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი სპორტული პისტოლეტით სროლაში ევროპის II თამაშების ბრინჯაოს პრიზიორები არიან!

ფინალში ქართულმა დუეტმა 87.7 ქულა დააგროვა და III ადგილი დაიკავა. ჩემპიონი რუსეთი გახდა 89.6 ქულით, ლატვიური წყვილი კი მეორე იყო – 88.2.

საქართველოს გუნდისთვის ეს მე-17 მედალია და ამ შედეგით ბაქო 2015-ის მაჩვენებელი უკვე გაუმჯობესდა!

აქვე გეტყვით, რომ ქართულმა წყვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 364 ქულა დააგროვა და II ადგილი დაიკავა, ნახევარფინალში კი 172:170 აჯობა შვეიცარიას.

ლაშა გოდუაძე მინსკიდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 24 ივნისი)

ka_GEGeorgian